WSJ: ჯო ბაიდენი უკრაინის დაფინანსებაზე რესპუბლიკელების დასათანხმებლად დათმობაზე წავა

აშშ-ის პრეზიდენტი და დემოკრატები უკრაინის ფინანსურად დასახმარებლად, საიმიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რესპუბლიკელებთან დათმობებზე წავლენ. ამის შესახებ Wall Street Journal
წერს.
გამოცემის ცნობით, როგორც რესპუბლიკელებთან სასაზღვრო შეთანხმების მოლაპარაკებების ნაწილი, თეთრი სახლი დათანხმდა ზომებს, რომლებიც შეზღუდავს ზოგიერთი მიგრანტის უფლებას, მოითხოვონ თავშესაფარი -ში. გამოცემის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და კონგრესში მისი თანაპარტიელი დემოკრატები მზად არიან, დათმობაზე წავიდნენ სამხრეთის საზღვრების გავლით იმიგრაციის შეზღუდვის საკითხში, რათა რესპუბლიკელები დაითანხმონ, რომ მხარი დაუჭირონ უკრაინისთვის, სა და ტაივანისთვის, მრავალმილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტს.
2023 წლის შემოდგომიდან კონგრესი უკრაინისთვის 61 მილიარდიან დამატებით დახმარებას არ ეთანხმება. დეკემბერში, რესპუბლიკელებმა აშშ-ს სენატში ინიციატივა დაბლოკეს დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ შემდგომი სამხედრო დახმარება უნდა მოიცავდეს მნიშვნელოვან შიდა სასაზღვრო ცვლილებებს. დაფინანსებას კიდევ უფრო მკაცრი წინააღმდეგობა აწყდება პალატის რესპუბლიკელების მხრიდან, რომლებმაც წამოაყენეს დამატებითი მოთხოვნები, ზოგიერთი მათგანი სთვის დახმარების წინააღმდეგია. 17 იანვარს ბაიდენი კონგრესის ლიდერებს შეხვდა, რათა უკრაინის დაფინანსების გაგრძელების მნიშვნელობისთვის ხაზი გაესვა.
აღსანიშნავია, რომ ბაიდენის ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ასევე უკმაყოფილოა ადმინისტრაციის სასაზღვრო პოლიტიკით. CBS-ის კვლევის თანახმად, ამერიკელთა 63%-ს სურს უფრო მკაცრი მიდგომა სამხრეთ საზღვარზე იმიგრაციის მიმართ.
რესპუბლიკური სენატის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა 17 იანვარს განაცხადა, რომ სენატმა შეიძლება განიხილოს შეთანხმება უკრაინის დაფინანსებისა და საზღვრის უსაფრთხოების შესახებ მომავალ კვირას. კანონპროექტი კონგრესის ორივე პალატამ უნდა დაამტკიცოს.
მანამდე, ვაშინგტონმა 27 დეკემბერს მოაწერა ხელი უკრაინისთვის 250 მილიონი აშშ დოლარის ბოლო დახმარების პაკეტს, მათ შორის საბრძოლო საზენიტო ომისთვის, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების, არტილერიის, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების და სხვა დახმარების ჩათვლით.