WSJ – ტრამპმა უკრაინის მიმართ რიტორიკა გუნდის წევრებთან საუბრების შემდეგ შეიცვალა, რომელთაც უფრო მკაცრი პოზიცია აქვთ რუსეთთან მიმართებაში – მან გაიგო, რომ შეტევას გეგმავს, “რომელსაც -ის დაზვერვის მხარდაჭერა დასჭირდება”

დონალდ ტრამპმა უკრაინის მიმართ რიტორიკა თავისი გუნდის წევრებთან საუბრების შემდეგ შეიცვალა, რომლებსაც უფრო მკაცრი პოზიცია აქვთ რუსეთთან მიმართებაში. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ტრამპი ზელენსკისთან შეხვედრისთვის ემზადებოდა და თავისი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს ესაუბრებოდა, რომლებსაც რუსეთთან მიმართებაში უფრო მკაცრი პოზიცია აქვთ.
ასეთებს შორის დასახელებული არიან -ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი და გაეროში აშშ-ის ახალი ელჩი, მაიკ უოლცი, რომლებმაც ტრამპს უთხრეს, რომ “ბოლო წლების განმავლობაში რუსეთმა უმნიშვნელო პროგრესს მიაღწია” ბრძოლის ველზე.
ასევე, გამოცემის წყაროების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა გაიგო, რომ შეტევას გეგმავს, “რომელსაც აშშ-ის დაზვერვის მხარდაჭერა დასჭირდება”.
ტრამპის რიტორიკის შეცვლის მიზეზად გამოცემის წყაროები ასევე თეთრ სახლში სკანდალური შეხვედრის შემდეგ ზელენსკის ქმედებებს ასახელებენ – კერძოდ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის მოთხოვნის მიღებას და აშშ-ის პრეზიდენტის საჯარო მადლიერებას ძალისხმევებისთვის.
წყაროები აღნიშნავენ, რომ ტრამპმა, რიტორიკის შეცვლის მიუხედავად, უკრაინის მიმართ პოლიტიკა ჯერ არ შეცვალა, და მისთვის შეიარაღების მიყიდვის დაშვების გაგრძელების მიუხედავად, “ზღუდავს ამერიკული იარაღის გამოყენებას ს სუვერენულ ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის”.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გოგიჩაიშვილი – უარს არ ვეუბნებით, თუ ზურაბ ჯაფარიძე შეხვედრის სურვილს გამოთქვამს, შეხვედრას წინ არაფერი უდგას – ჯერ „ნაცები“ გაერთიანდნენ და შემდეგ სხვა ჯგუფებთან სცადონ მოლაპარაკება

მარკო რუბიო – შეთანხმება ორ რამეს საჭიროებს: ორივე მხარემ რაღაც მიიღოს და რაღაც დათმოს, გადაწყვეტილება უკრაინასა და რუსეთზე იქნება დამოკიდებული – პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ბევრია გასაკეთებელი, ყველაზე რთული ყოველთვის ბოლო საკითხებია

ზურაბ ჯაფარიძე – პროტესტი დემონსტრირებაა, რომ მოქალაქეები არ ეგუებიან დიქტატურას – განცდა უნდა გაჩნდეს ადამიანებში, რომ არის ალტერნატიული ძალა: შეთანხმება საერთო ბრძოლის სტრატეგიაზე, თუნდაც საერთო სიაზე, ხედვაზე, რაც არის „ქართული ქარტია“