WSJ: ტრამპის სამშვიდობო გეგმები ჩიხში შევიდა

„დონალდ ტრამპის მცდელობები, უკრაინაში ომის სწრაფად შეწყვეტის შესახებ,შედეგს ვერ იძლევა, – წერს The Wall Street Journal.
თუ ორშაბათს პრეზიდენტი ამაყობდა „სამშვიდობო შეთანხმების“ მიღწევით, ხუთშაბათისთვის მან უკვე განაცხადა, რომ კიევს რუსეთზე ახალი შეტევების გარეშე გამარჯვების შანსი არ აქვს.
ტრამპის იდეები, პუტინთან და ზელენსკისთან სამიტის გამართვა, მათი პირისპირ შეხვედრა და დასავლელი მშვიდობისმყოფელების გაგზავნა უკრაინაში, კრემლმა უარყო.
გამოცემის მიხედვით, მოლაპარაკებების ჩაშლა აიხსნება ტრამპისა და პუტინის განსხვავებული სტილით: ტრამპი იმპროვიზაციაზეა ორიენტირებული, პუტინი კი – მეთოდურ და გრძელვადიან თამაშზე.
ანალიტიკოსების შეფასებით, პრეზიდენტ ტრამპის განცხადება სოციალურ ქსელებში, რომ უკრაინამ რუსეთზე შეტევები უნდა განახორციელოს, შეიძლება იყოს მცდელობა, ხელახლა დაიბრუნოს ზეწოლის ბერკეტები, რადგან დიპლომატია, როგორც ჩანს, შედეგს არ იძლევა.
ზოგიერთი ყოფილი ოფიციალური პირი აცხადებს, რომ საკითხის ყოვლისმომცველი მოგვარება ნაკლებად სავარაუდოა.
„ჩვენ ისევ იქ ვართ, სადაც ორი კვირის წინ ვიყავით, ისევ იქ, სადაც ექვსი თვის წინ ვიყავით“, – განაცხადა კურტ ვოლკერმა, რომელიც ტრამპის პირველი ვადის დროს უკრაინის საკითხებში -ის სპეციალური წარმომადგენელი იყო.
„შეთანხმება არასდროს იქნება. პუტინი არასდროს დათანხმდება“.

ასევე დაგაინტერესებთ

“უნდა გავაფრთხილოთ ავტომობილის პატრონები, თუ წყალი დგას ქუჩაზე, უნდა გააჩეროთ მანქანა და იფიქროთ თავის გადარჩენაზე – წყლის დონე შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს ავტომობილით გადაადგილებისას”

ზვიად კვარაცხელია: ყველას გვაქვს მისი პოეზიიდან აკვიატებული ლექსები, სტრიქონები, მე კი ივლისის, ტარიელ ჭანტურიას დაბადების (და უკვე გარდაცვალების) თვეში ეს პატარა შედევრი მახსენდებოდა და გამახსენდება ყოველთვის…