WSJ: ტრამპზე თავდასხმაში ეჭვმიტანილს მანქანაში ფეთქებადი მოწყობილობები ჰქონდა

გამოცემა Wall Street Journal-ი, დაუსახელებელ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპზე ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირის მანქანაში ამერიკელმა სამართალდამცავმა ძალებმა ფეთქებადი მოწყობილობები აღმოაჩინეს.
სროლაში ეჭვმიტანილი პირის, თომას მეთიუ კრუქსის მანქანა ტრამპის მხარდამჭერების წინასაარჩევნო ყრილობის მახლობლად იყო გაჩერებული.
13 ივლისის საღამოს -ს ყოფილი პრეზიდენტის, ს მხარდამჭერების ყრილობაზე ცეცხლსასროლი იარაღი გაისროლეს, რის შემდეგაც ტრამპი სახის არეში დაიჭრა.
გავრცელებულ ვიდეოში ასევე ჩანს, რომ სცენიდან გაყვანის დროს მას სახის არეში სისხლი მოსდის.
სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ტრამპი “უსაფრთხოდ” არის.
ამასთანავე, გავრცელებული ცნობებით, პირი, რომელმაც ტრამპს ესროლა, “განეიტრალებულია”.
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა დაასახელა. FBI-ის ცნობით, თავდამსხმელი 20 წლის თომას მეთიუ კრუქსია.