WSJ: რუსეთი გეგმავს შეიძინოს ირანში წარმოებული მოკლე რადიუსის რაკეტები

გამოცემა Wall Street Journal-ი 4 იანვარს -ის ანონიმურად დატოვებულ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ გეგმავს, ირანისგან შეიძინოს მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები და უკვე იღებს ათობით ბალისტიკურ რაკეტას და სარაკეტო დანადგარს ჩრდილოეთ კორეისგან და რომ ეს ნაბიჯები “ღრმა შეშფოთებას” იწვევს ბაიდენის ადმინისტრაციაში.
ამ ცნობის გავრცელების ფონია ს თხოვნა მხარდაჭერის გაგრძელებაზე და რესპუბლიკელების მიერ მილიარდობით დოლარის დაბლოკვა – თეთრი სახლის მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი უკრაინის დასახმარებლად იყო გათვალისწინებული.
გამოცემა წერს, რომ რუსეთის წარმომადგენლები დეკემბრის შუა რიცხვებში ეწვივნენ ირანში მდებარე საწვრთნელ ობიექტს და დაესწრნენ რაკეტების გამოცდას.