WSJ – ნატო, დონალდ ტრამპის შესაძლო გაპრეზიდენტების ფონზე, უკრაინას სამხედრო დახმარების შესანარჩუნებლად გზებს ეძებს

ნატო ამზადებს რიგ ღონისძიებებს, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის შენარჩუნებას და გაძლიერებას ევროპის მემარჯვენე ძალების მზარდი მხარდაჭერისა და -ის ყოფილი პრეზიდენტის, ს არჩევნებში შესაძლო გამარჯვების ფონზე, – ინფორმაციას The Wall Street Journal-ი აშშ-სა და ალიანსის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აღნიშნული ზომები, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალ კვირას ვაშინგტონში დაგეგმილ სამიტზე გამოცხადდება, მოიცავს კიევში მაღალი რანგის სამოქალაქო თანამდებობის გაგზავნას და სამხედრო დახმარების და უკრაინის ჯარების წვრთნის კოორდინაციისთვის გერმანიაში ახალი სარდლობის შექმნას.
The Wall Street Journal-ი წერს, რომ ეს ზომები მიზნად ისახავს უკრაინის საბოლოოდ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივის მხარდაჭერას.
ოპერაცია, სახელწოდებით „ნატო – უსაფრთხოების სფეროში დახმარება და წვრთნა უკრაინისთვის“ 700-მდე ამერიკელი და ალიანსის სხვა წევრი ქვეყნების ჯარისკაცით დაკომპლექტება.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ახალი ინიციატივა თვეების განმავლობაში მუშავდებოდა, მაგრამ ის ახალ აქტუალობას იძენს ტრამპთან სატელევიზიო დებატების დროს პრეზიდენტ ს სუსტი წარმოდგენის და აშშ-ის მიერ ში დახარჯული თანხის რაოდენობასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის მიერ გამოთქმული პრეტენზიების შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ხაზარაძე- გახარიაზე – ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი – კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება