WSJ-მა სტატია გამოაქვეყნა უკრაინის გარშემო ტრამპის შესაძლო “სამშვიდობო გეგმის” შესახებ

WSJ-მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის ავტორები, -ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ს პრეზიდენტობის პერიოდში მაიკ პომპეო, რომელსაც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორის პოსტიც ეკავა, და BGR Group-ის მმართველი დირექტორი და Torridon Law-ის მრჩეველი, დევიდ ჯეი ურბანი არიან.
ტრამპის “სამშვიდობო გეგმის”, რომელზეც წერენ პომპეო და ურბანი, მთავარი თემებია “ლენდ ლიზის” პროგრამა უკრაინისთვის, ს მიმართ რეალური სანქციები და ნატოს აღორძინება.
ავტორები წერილის შესავალში წერენ, რომ ექსპერტების მოსაზრებით, თუ დონალდ ტრამპს კვლავ აირჩევენ, ის ს შეუწყვეტს აშშ-ის დახმარებას, ვლადიმირ პუტინს დაუთმობს მის ტერიტორიას და პირდაპირ მოელაპარაკება მას, რათა ქვეყანას თავს მოახვიოს სამარცხვინო “მშვიდობა.”
ვერავინ ამტკიცებს, წერენ ისინი, რომ უკრაინის ამგვარი კაპიტულაცია გახდება ტრამპის პოლიტიკის ნაწილი, მაგრამ, საპირისპიროს ბევრი რამ ადასტურებს.
„სწორედ ბატონმა ტრამპმა გააუქმა ობამას ადმინისტრაციის ემბარგო უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე, და უკრაინამ მიიღო Javelin-ის ტიპის რაკეტები, რომლებიც კიევს დაეხმარა რუსეთის შეჭრის პირველ დღეებში“ – იხსენებენ სტატიის ავტორები და აცხადებენ, რომ კარგი პროგრამა და კარგი პოლიტიკაა, თუ უკრაინისთვის დახმარებასთან ერთად აღორძინდება აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო ბაზები ალაბამაში, პენსილვანიასა და ვირჯინიაში.
პომპეო და ურბანი WSJ-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აშშ-ის პრეზიდენტ ს მიმართ კრიტიკულ მოსაზრებას გამოთქვამენ და წერენ, რომ “ბაიდენის ადმინისტრაციის სისუსტემ მოიტანა ის, რომ უკრაინა იქ აღმოჩნდა, სადაც ახლაა: ორი წელიწადი სრულმასშტაბიანი ომი, დანგრეული ქალაქები, ასეულ ათასობით დაღუპული, მილიონობით ლტოლვილი, და გამარჯვების სახსრების უქონლობა. თეთრ სახლს არ აქვს გამარჯვების სტრატეგია და ამერიკელები სამართლიანად არიან შეშფოთებული” – თვლიან ისინი და მოჰყავთ რამდენიმე პუნქტი, რომლებიც, მათი სიტყვებით, ტრამპის “უკრაინაში წარმატებულ გეგმის” ნაწილი შეიძლება იყოს.
ურბანის და პომპეოს თანახმად, რომ თუ ჯო ბაიდენი ომში ჩაერთო სისუსტის გამო, დონალდ ტრამპი მშვიდობას აღადგენს ძალის წყალობით. ტრამპის შესაძლო გეგმით, „პუტინის ომის დანაშაულების ბიუჯეტის“ შემცირების მიღწევა უნდა მოხდეს ამერიკის ენერგეტიკული პოტენციალის გამოთავისუფლებით.
სხვათა შორის, ენერგეტიკას უკავშირდება შემდეგი პუნქტიც, რომლის მიხედვით, უნდა გაძლიერდეს კავშირები საუდის არაბეთთან და ისრაელთან ირანის წინააღმდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთში სტაბილიზაციას მოიტანს, შეარბილებს ღაზის კრიზისს და საუდის არაბეთს მისცემს შესაძლებლობას შეავიწროონ რუსეთი მსოფლიოს ეკონომიკურ ბაზარზე.
იქვე „სამშვიდობო გეგმაში“ შეფასებულია ბაიდენის ადმინისტრაციის სანქციები რუსეთის მიმართ და ნათქვამია, რომ ისინი „კარგად ჟღერს ქაღალდზე“. ამიტომ, თუ დონალდ ტრამპი კვლავ გახდა პრეზიდენტი, WSJ-ის ამ სტატიის ავტორების თანახმად, რუსეთის მიმართ შემოიღებენ “რეალური სანქციებს”.
ტრამპი, ამ გეგმით, შეეცდება აშშ-ის თავდაცვითი მრეწველობის გაძლიერებას, რათა მოწინააღმდეგეებს, „განსაკუთრებით რუსეთს და ჩინეთს დავანახოთ, რომ ვერ გაუწევენ კონკურენციას ამერიკის თავდაცვით პოტენციალს“.
ნატოს აღორძინება და კვლავ გაძლიერებაც იქნება ტრამპის პროგრამის ნაწილი, რაც, როგორც წერილში წერია, სხვათა შორის, უნდა მოხდეს ევროპელი წევრების წილის სამართლიანი გადახდით. დროა, „გავზარდოთ ხარჯების ზღვარი წევრი ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-მდე“ – წერია „უკრაინის გარშემო ტრამპის სამშვიდობო გეგმაში,“ რომლის გარშემო სტატია გამოაქვეყნა WSJ-მა.
გეგმის თანახმად, აშშ-ს შეუძლია პუტინს გაუგზავნოს მკაფიო სიგნალი, რომ ვერასდროს გაიმარჯვებს და ეს მოხდება უკრაინის მიმართ “ლენდ-ლიზის” პროგრამის ამოქმედებით, უკრაინისთვის იმდენი ფულის სესხებით, რამდენიც მას დასჭირდება ამერიკული იარაღის შესასყიდად რუსეთზე გასამარჯვებლად. ტრამპის ეს შესაძლო გეგმა გულისხმობს ასევე უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის გამოყენებაზე ყოველგვარი შეზღუდვის მოხსნას. ამით კვლავ აღდგება ძალის პოზიცია და პუტინი მიხვდება, რომ ომი უნდა დასრულდეს.
ამ ნაბიჯების გადადგმით ტრამპს შეეძლება შეთანხმების პირობები წამოაყენოს და ომი დაუყოვნებლივ დასრულდება, უკრაინა თავდაცვის მნიშვნელოვან ძალებს მოკრებს, რათა რუსეთი მას თავს აღარასოდეს დაესხას.
ამასთან, არავინ აღიარებს რუსეთის ოკუპაციას და მის პრეტენზიას უკრაინის ტერიტორიებზე, მოხდება ს დემილიტარიზაცია, უკრაინა აღდგება რეპარაციის თანხების მეშვეობით რუსეთის გაყინული აქტივებიდან და არა ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულით. გეგმით, უკრაინა რაც შეიძლება მალე გაწევრიანდება ნატოში, რათა ყველა ევროპელმა მოკავშირემ იტვირთოს მისი დაცვის ვალდებულება. ამისთვის, ნატომ უნდა შექმნას 100 მილიარდი დოლარიანი ფონდი უკრაინის შეიარაღებისთვის, სადაც აშშ-ის წილი უნდა იყოს 20%-მდე, როგორც ეს ალიანსის სხვა საერთო ბიუჯეტების შემთხვევაშია.
ევროპის კავშირმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღოს უკრაინა და დაეხმაროს მას თავისი ეკონომიკის მოდერნიზებასა და განვითარებაში.
თუ რუსეთი დაჰყაბულდება ამ პირობებს, დასავლეთი ეტაპობრივად გააუქმებს სანქციებს. ისინი მთლიანად გაუქმდება, როცა უკრაინა როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის წევრი გახდება.
ასეთი ნაბიჯები, ტრამპის შესაძლო გეგმის თანახმად, “დაასრულებს ომს, დაამყარებს მტკიცე მშვიდობას, უზრუნველყოფს, რომ ევროპა იტვირთავს მის შენარჩუნებას და აღადგენს თავისუფლებასა და უსაფრთხოებას კონტინენტზე”.
WSJ-ის ამ სტატიის ბოლოში, ავტორები – პომპეო და ურბანი წერენ მათთვის, ვისაც ეჭვი ეპარება: ის, რაც ყველაზე ნაკლებად სურს ბატონ ტრამპს მეორე ვადით არჩევისას, “არის ჩავარდნა საგარეო პოლიტიკაში, რაც მის ყურადღებას გადაიტანს საშინაო დღის წესრიგიდან”, და რომელთან შედარებითაც ბაიდენის მიერ ავღანეთიდან ჯარების უხეირო გამოყვანა წარმატებად გამოჩნდება.
ფორუმი