WSJ: ისრაელმა ჰაკერების დახმარებით მოკლა “ჰეზბოლას” მეთაური, შუქრი

ისრაელმა მოახერხა მოეკლა ფუად შუქრი – რადიკალური ლიბანური, -ის მიერ ტერორისტულ დაჯგუფებად შერაცხილი ჰეზბოლას ერთ-ერთი მეთაური – სადაზვერვო სამსახურების მაღალტექნოლოგიური ოპერაციებისა და ჰაკერების დახმარებით, რომელთაც ორგანიზაციის შიდა საკომუნიკაციო ქსელი გატეხეს. ამის შესახებ იტყობინება The Wall Street Journal-ი ორგანიზაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით.
გაზეთი წერს, რომ 30 ივლისს, საღამოს, ბეირუთში, შუქრი თავის ოფისში იმყოფებოდა, საცხოვრებელი შენობის მეორე სართულზე. მას დაურეკეს თხოვნით, რომ ასულიყო თავის ბინაში, მეშვიდე სართულზე.
The Wall Street Journal-ის თანამოსაუბრემ ახსნა, რომ ჰეზბოლას წევრი გაიტყუეს ბინაში, ხუთი სართულით ზემოთ, რათა გაეადვილებინათ დარტყმა შენობაზე, რომელიც სხვა შენობებს შორის დგას. როცა შუქრი ბინაში ავიდა, მას ს არმიამ დაარტყა. ჰეზბოლას მეთაურის გარდა, დაიღუპნენ მისი ცოლი, კიდევ ორი ქალი, რომლებიც ბინაში იმყოფებოდნენ, და ორი ბავშვი.
შუქრი ითვლებოდა ჰეზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას, მარჯვენა ხელად და მის მრჩევლად სამხედრო ოპერაციების დაგეგმვასა და ხელმძღვანელობაში. შუქრი ორგანიზაციას 1985 წელს შეუერთდა და მას შემდეგ მთელი რიგი ხელმძღვანელი თანამდებობები ეკავა.
შუქრის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა ისრაელმა აიღო. ისრაელის თავდაცვის ძალები თვლიან, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება სარაკეტო თავდასხმის შესახებ მაჯალ-შამსზე, გოლანის მაღლობებზე, რომელსაც ისრაელი აკონტროლებს. მაშინ 12 ადამიანი დაიღუპა, უმეტესად ბავშვები, 30-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ჰეზბოლა უარყოფს თავის მონაწილეობას ამ თავდასხმაში.
შუქრის სიკვდილის მეორე დღეს, 31 ივლისს, თეირანში მოკლეს ისმაილ ჰანიე, პალესტინური დაჯგუფების, ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი. ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციადაა შერაცხილი აშშ-სა და ევროპის კავშირში. ჰანიეს მკვლელობაში მონაწილეობა ისრაელს არ უღიარებია.
შუქრისა და ჰანიეს მკვლელობების შემდეგ, ირანი და ჰეზბოლა ისრაელს საპასუხო დარტყმით დაემუქრნენ, თუმცა აქამდე თავდასხმის მცდელობები არ ყოფილა.