WSJ: ირანის გაშვებული ბალისტიკური რაკეტების 50% ვერ აფრინდა ან ჩამოვარდა

ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი -ს სამ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელზე თავდასასხმელად განკუთვნილი ირანული ბალისტიკური რაკეტების დაახლოებით 50% ვერ აფრინდა, ან სამიზნესთან მიღწევამდე ჩამოვარდა.
ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, 14 აპრილის პირველ საათებში ირანმა გაუშვა 115-130 ბალისტიკური რაკეტა, რომელთა ნახევარიც წარმატებით უვნებელყვეს, დანარჩენები კი თავისით ჩამოვარდნენ და სამიზნეს ვერ მიაღწიეს.
14 აპრილის ღამეს ირანმა ისრაელზე დრონების, ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით ისტორიაში პირველად მიიტანა პირდაპირი იერიში. ს თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ქვეყნის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვეს, რომელთა 99% უვნებელყვეს.
1-ელ აპრილს სირიაში, დამასკოში ისრაელის მიერ ირანის საელჩოზე მიტანილ დარტყმას ემსხვერპლა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსანი მუჰამედ რეზა ზაჰედი, საკუთარ მოადგილესთან, გუშაგთა კორპუსის კიდევ 5 წევრთან და დაჯგუფება ჰეზბოლას 1 წევრთან ერთად. ირანმა ეს ცნობა დაადასტურა. ისრაელს შურისძიებით დაემუქრა როგორც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი, ისე უმაღლესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ირანის ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებს ელოდნენ. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ამბობდნენ, რომ თუ თეირანი იერიშს საკუთარი ტერიტორიიდან მიიტანდა, ირანს დაარტყამდნენ.