WSJ – დონალდ ტრამპმა საფრანგეთის და უკრაინის ლიდერებს განუცხადა, რომ სურს, ევროპულმა ჯარებმა ში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გააკონტროლონ

-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპის ქვეყნებს შესთავაზა, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვის მონიტორინგისთვის თავიანთი ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე განათავსონ, – ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.
გამოცემის წყაროების თქმით, ეს ინიციატივა 7 დეკემბერს პარიზში უკრაინის პრეზიდენტ სა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას გახდა ცნობილი.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ტრამპმა ზელენსკის და მაკრონს განუცხადა, რომ ის არ უჭერს მხარს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, მაგრამ სურს, იყოს ძლიერი და კარგად შეიარაღებული ომის დასრულების შემდეგ.
ტრამპის განცხადებით, ევროპამ მთავარი როლი უნდა შეასრულოს უკრაინის დაცვასა და მხარდაჭერაში. -ის არჩეული პრეზიდენტის გეგმის მიხედვით, ამერიკელი სამხედროები უშუალოდ არ ჩაერთვებიან მისიაში, თუმცა მან არ გამორიცხა აშშ-ის მხრიდან რაიმე სახის მხარდაჭერა ევროპული კონტინგენტის მიმართ.
The Wall Street Journal-ის თქმით, ევროპული ჯარები უკრაინაში, შესაძლოა, სპეციალური სამშვიდობო მისიის ფარგლებში განლაგდნენ, რომელიც არ იქნება ნატო-ს ოპერაცია. თუმცა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „ომს იგებს“ და სავარაუდოდ მტკიცე წინააღმდეგობას გაუწევს მისი დასრულების ნებისმიერ მცდელობას.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის წარმომადგენლობა – ბოლო ათწლეულების განმავლობაში, Erasmus+ პროგრამის მეშვეობით 13 000-ზე მეტმა სტუდენტმა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენელმა საქართველოდან ისწავლა და გაიარა ტრენინგები ევროპაში