WSJ: გაეროში აშშ-ის რუსეთის მიმართ რბილი რეზოლუციის ერთადერთი მხარდამჭერი საქართველოს მთავრობაა

გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე -ის მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტს – რომელიც ს მიმართ კრიტიკული არ არის – ერთადერთი მხარდამჭერი ჰყავს, საქართველოს მთავრობა, რომლის მოსკოვთან კავშირებიც, როგორც გამოცემა აღნიშნავს, “ბოლო პერიოდში გალღვა”.
ეს ინფორმაცია შეტანილია WSJ-ის ვრცელ სტატიაში, რომლითაც გამოცემა ეხმაურება კონფლიქტს ტრამპის ადმინისტრაციასა და ს შორის. გამოცემის თანახმად, ეს კონფლიქტი გამწვავდა შაბათს, 22 თებერვალს – მას შემდეგ, რა აშშ-მა ძალისხმევა მიმართა გაეროს იმ რეზოლუციის გაუქმებისკენ, რომელიც უკრაინამ ევროპის მხარდაჭერით შეადგინა, ომის დაწყების მესამე წლისთავის აღსანიშნავად. ამის ნაცვლად, აშშ-მა წარმოადგინა რეზოლუციის თავისი პროექტი.
“კონფლიქტი აშშ-სა და რუსეთს ერთ მხარეს ათავსებს, უკრაინას და ევროპას მეორე მხარეს, რაც ევრო-ატლანტიკური დაძაბულობის ყველაზე დრამატული გამოვლინებაა წლების განმავლობაში” – აღნიშნავს WSJ.
გამოცემა წერს, რომ მისი ჟურნალისტები გაეცნენ წერილს, რომელიც აშშ-მა სხვადასხვა დედაქალაქში გაგზავნა. ამ წრილით ამერიკელი დიპლომატები ევროპელ კოლეგებს ატყობინებენ, რომ ვაშინგტონი შეეწინააღმდეგება უკრაინის რეზოლუციას და ევროპელებს მოუწოდებენ ტექსტის გაწვევაზე დაიყოლიონ.
გამოცემის ინფორმაციით, ორი ევროპელი დიპლომატი ამბობს, რომ აშშ ბოლო დღეებამდე მუშაობდა ევროპასთან უკრაინის რეზოლუციაზე და გამოდიოდა მცირე შესწორებების შეტანის ინიციატივით. ვაშინგტონი ამ ტექსტს ენთუზიაზმით არ ეკიდებოდა, თუმცა არ ამბობდა, რომ მას შეეწინააღმდეგება.
დიპლომატები ამბობენ, რომ აშშ-მა პარასკევს უკრაინის წარმომადგენლებს რეზოლუციის უკან გაწვევა მოსთხოვა, რაზეც უკრაინამ უარი განაცხადა. პარალელურად, ბრიტანეთის და საფრანგეთის ოფიციალურმა პირებმა ვაშინგტონს თხოვეს რეზოლუციის პროექტის შეცვლა – რაზეც, დიპლომატების ინფორმაციით, აშშ-მა უარი თქვა.
უკრაინის მიერ შემუშავებული, გრძელი რეზოლუციის პროექტი შეჭრაში რუსეთს ადანაშაულებს. აშშ-ის მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტი სამი აბზაცისგან შედგება, ტექსტში გამოთქმულია მოწოდება კონფლიქტის “სწრაფი დასრულებისკენ” და სინანული “სიცოცხლის დაკარგვაზე რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის კონფლიქტის მსვლელობისას”.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

Reuters – გაერო-ს უშიშროების საბჭომ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მესამე წლისთავთან დაკავშირებით, აშშ-ის მიერ შემუშავებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც კონფლიქტის მიმართ ნეიტრალურ პოზიციას იკავებს