WSJ: ბრიტანულმა ნავთობკომპანია Shell-მა წითელ ზღვაში გემების მოძრაობა განუსაზღვრელი დროით შეაჩერა

ბრიტანული ნავთობის მთავარმა კომპანიამ Shell ჰუთების თავდასხმებისგან თავდასაცავად, წითელ ზღვაში გემების ტრანსპორტირება გაურკვეველი დროით შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედია წერს, რომ ჰუთების თავდასხმებმა, რომლებიც პალესტინის მხარდასაჭერად მოქმედებენ, გლობალური ვაჭრობა შეაფერხა. გასულ კვირას კომპანიამ გადაწყვიტა შეეჩერებინა ნავთობის გადაზიდვა წითელი ზღვის გავლით, რადგან ჰუთების “წარმატებულმა” თავდასხმამ შესაძლოა გამოიწვიოს ნავთობის ჩაღვრა და საფრთხე შეუქმნას ეკიპაჟის წევრებს.
დეკემბერში მსგავსი გადაწყვეტილება BP plc-მა და Qatar Energy-მაც მიიღეს.