WSJ: -მა ს შორი მოქმედების რაკეტების გამოყენებაზე დაწესებული შეზღუდვა მოუხსნა

The Wall Street Journal -ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტ ს ადმინისტრაციამ მოხსნა შეზღუდვა, რომელიც ს დასავლელი მოკავშირეების მიერ მიწოდებული შორი მოქმედების რაკეტების ს ტერიტორიაზე გამოყენების უფლებას არ აძლევდა.
აშშ-ის ოფიციალური პირების შეფასებით, ეს გააძლიერებს ს თავდასხმას რუსეთში არსებულ სამიზნეებზე და გაზრდის ზეწოლას კრემლზე.
WSJ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გადაწყვეტილება მოჰყვა აშშ-ის სამხედრო მდივნისგან პიტ ჰეგსეტისგან ასეთი დარტყმების კოორდინაციის უფლებამოსილების გადაცემას აშშ-ის ევროპული სარდლობის მთავარსარდლისთვის – ალექსუს გრინკევიჩისთვისმ რომელიც ასევე ხელმძღვანელობს NATO-ს გაერთიანებულ ძალებს ევროპაში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ საჯაროდ არ გამოცხადებულა, თუმცა, WSJ-სთან ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ მოსალოდნელია, უკრაინამ ს ტერიტორიაზე დარტყმები ახლა სწორედ Storm Shadow-ის შორი მოქმედების რაკეტებით განახორციელოს.
ოფიციალური პირები ამბობენ, რომ უკრაინამ უკვე გამოიყენა აშშ-ის მიერ მოხსნილი შეზღუდვა, როდესაც რუსეთის ბრიანსკის ქიმიურ ქარხანას დაარტყა. საუბარია 22 ოქტომბერს უკრაინის მიერ რუსულ ენერგოობიექტებზე Storm Shadow-ის რაკეტებით იერიშზე.