WSJ: აშშ-მა ირანს მიანიშნა, რომ ბირთვულ ობიექტებზე იერიში ერთჯერადი ოპერაცია იყო

Wall Street Journal-ის ცნობით, -ის სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოფს ირანელებთან მოლაპარაკების უფლებამოსილება მიენიჭა, რადგან ტრამპი ცდილობს შეინარჩუნოს რაიმე სახის დიპლომატიური შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა, რამაც შეიძლება რეგიონში ვითარება დაამშვიდოს.
აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გამოცემას განუცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია დაუკავშირდა ირანს, რათა ნათლად ეთქვა, რომ ეს ერთჯერადი თავდასხმა იყო და არა რეჟიმის შეცვლისკენ მიმართული ომის დასაწყისი.
WSJ-ის ცნობით, ტრამპმა ოპერაციის განხორციელების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ირანმა არაერთგზის უარყო მისი მოთხოვნა ურანის გამდიდრების შეჩერების თაობაზე. ხოლო ისრაელმა საამისოდ მოამზადა საფუძველი ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურასა და საჰაერო თავდაცვის სისტემებზე შეტევით 10 დღის განმავლობაში.
პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა ასევე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ აშშ არ ცდილობს ირანში რეჟიმის შეცვლას.
„ეს მისია არ იყო და არც არის რეჟიმის შეცვლის მცდელობა“, – ხაზგასმით აღნიშნა ჰეგსეთმა.
მისი სიტყვებით, პრეზიდენტმა დაამტკიცა მხოლოდ ირანის ბირთვული პროგრამის მიერ, ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის შექმნილი საფრთხეების ნეიტრალიზების და ჩვენი მოკავშირის, ს კოლექტიური თავდაცვის უზრუნველყოფის ოპერაციის ჩატარება.
21-22 ივნისის ღამით აშშ-ის სამხედროებმა ირანის ბირთვული პროგრამის სამ ძირითად ობიექტს – ფორდოს, ნათანზსა და ისპაჰანს – შეუტიეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყველა ობიექტი განადგურებულია და თეირანს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.
ფორუმი