WSJ: აშშ ელოდება უკრაინის პასუხს ყირიმზე და ნატოს წევრობაზე უარის შესახებ

აშშ უკრაინისგან ამ კვირაში ელოდება პასუხს, მზად არის თუ არა ომის დასასრულებლად ს ტერიტორიად გამოცხადდეს და უარი თქვას ნატოს წევრობის განზრახვაზე.
გამოცემა The Wall Street Journal-ის წყაროთა ინფორმაციით, კიევმა ვაშინგტონის წინადადებას პასუხი უნდა გასცეს ამ კვირაში, ლონდონში დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ -ის, უკრაინის და ევროპის სახელმწიფოთა ოფიციალური პირები.
გამოცემის წყაროთა თანახმად, ვაშინგტონმა კიევს ეს წინადადება გასულ კვირაში წარუდგინა პარიზში გამართულ შეხვედრაზე. 17 აპრილს აშშ-ის წარმომადგენლები პარიზში შეხვდნენ უკრაინის, საფრანგეთის, გერმანიის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებს.
მედიასაშუალებები ამ შეხვედრის შემდეგ წერდნენ, რომ აშშ-ის მიერ წარდგენილი ჩარჩო-შეთანხმება ითვალისწინებს ფრონტის ხაზზე ცეცხლის შეწყვეტას, აშშ კი მზად არის აღიაროს ანექსირებულ ყირიმზე რუსეთის კონტროლი.
The Wall Street Journal-ის წყაროთა თანახმად, თუ ლონდონში შეხვედრის შედეგად ამერიკული, უკრაინული და ევროპული პოზიციების დაახლოება მოხერხდება, წინადადება მოსკოვს გაეგზავნება.
გამოცემა ვაშინგტონის მიერ მომზადებული დოკუმენტის შინაარსის შესახებ ინფორმირებულ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იმასაც წერს, რომ გეგმის ერთ-ერთი პუნქტი ეხება საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარეშემო არსებული ტერიტორიისთვის ნეიტრალური სტატუსის მინიჭებას და შეერთებული შტატებისთვის კონტროლის გადაცემას.
უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ის ნაწილი, სადაც ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
20 აპრილს ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი და შეთანხმებას ამ კვირაში შეძლებენ.
ორი დღით ადრე, 18 აპრილს ტრამპმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები „კულმინაციას უახლოვდება” და „თუ რაიმე მიზეზით ერთ-ერთი მხარე ძალიან გაართულებს”, აშშ განზე გადგება.
· რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
· პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
· უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
· 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
· 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
· პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.
· უკრაინას, რომელმაც არაერთხელ თქვა, რომ თავისი ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებას არ აპირებს, მიზნებად გამოცხადებული აქვს ნატოსა და ევროკავშირის წევრობა და უსაფრთხოების მყარი, საერთაშორისო გარანტიები მიღება.
ფორუმი