WP: უნგრეთის საგარეო მინისტრი ლავროვს ევროკავშირის შეხვედრებიდან ცნობებს აწვდიდა

ლავროვი სიიარტოს ლავროვი მეგობრობის ორდენს გადასცემს, 2021 წელი.ამერიკული გამოცემა Washington Post-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო ევროპული საბჭოს შეხვედრებიდან კონფიდენციალურ ინფორმაციას რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს უზიარებდა.
WP წერს, რომ სიიარტო ევროკავშირის საბჭოს შეხვედრების დროს შესვენებებზე რეგულარულად ურეკავდა ლავროვს და აძლევდა “პირდაპირ ცნობებს, თუ რა განიხილეს”. წყაროს თქმით, უზიარებდა პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზებსაც.
“ფაქტობრივად, წლების განმავლობაში ევროკავშირის ყოველი შეხვედრის დროს მაგიდის ქვეშ მოსკოვი იყო.” – თქვა წყარომ.
ცნობას თავად სიიარტომ “ცრუ ინფორმაცია” უწოდა. მისი მტკიცებით, ეს ინფორმაცია არჩევნების წინ ოპოზიციონერი პეტერ მაგიარის პარტიის მხარდაჭერის გასაზრდელად გავრცელდა.
ცნობას გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერმინისტრი, დონალდ ტუსკი. მისი თქმით, არავის უნდა უკვირდეს, რომ “ორბანის ხალხი” მოსკოვს შეხვედრებზე ინფორმაციას აწვდიდნენ. მისი თქმით, ამის ეჭვი დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდათ.