World Press Photo-მ მიწვევა გაუუქმა რუსული სამთავრობო TASS-ის ფოტოგრაფს, რომელმაც კონკურსში საქართველოში გადაღებული ფოტოთი გაიმარჯვა

პრესტიჟული ფოტოკონკურსი World Press Photo იუწყება, რომ რუსული სამთავრობო მედიის, TASS-ის ფოტოგრაფი მიხაილ ტერეშენკო, – რომელმაც კონკურსში საქართველოში ანტირუსული და ანტისამთავრობო აქციებზე გადაღებული ფოტოთი გაიმარჯვა, – აღარ არის მიწვეული ამსტერდამში გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონიალზე.
2025 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ World Press Photo-ს 2025 წლის გამარჯვებული ევროპიდან ფოტოისტორიების კატეგორიაში გახდა რუსი ფოტოგრაფი, კრემლის საინფორმაციო სააგენტო TASS-ის თანამშრომელი მიხაილ ტერეშჩენკო.
მან კონკურსში თბილისის საპროტესტო აქციებზე გადაღებული ფოტოისტორია წარადგინა.
ეს გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკეს ქართველმა ფოტოჟურნალისტებმა და ფოტოდოკუმენტალისტებმა – მათ ერთობლივი განცხადებით გააპროტესტეს ჟიურის გადაწყვეტილება.
2025 წლის 11 აპრილს World Press Photo განახლებულ ინფორმაციაში წერს:
· „ევროპის კონტინენტზე გაზრდილი დაძაბულობის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე, ჩვენ აღარ შეგვიძლია, მივიღოთ სტუმრები სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი რუსული ორგანიზაციიდან;
· შედეგად, მიხაილ ტერეშენკო აღარ არის მოწვეული ამსტერდამში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე“.
ქართველი ფოტოგრაფები, რომლებიც იღებდნენ 2024 წლის გაზაფხულის და ნოემბერ-დეკემბრის აქციებს, მიიჩნევდნენ რომ რუსი ფოტოგრაფის ნამუშევრებიც სუსტია და ჟიურისაც არ აღმოაჩნდა საკმარისი მგრძნობელობა კონტექსტის გასათვალისწინებლად. სწორედ ამიტომ მათ ერთობლივი განცხადებით მიმართეს World Press Photo-ს.
ისინი აღნიშნავდნენ, რომ „World Press Photo-ს მიერ შერჩეულმა ფოტოგრაფმა საჯაროდ დაუჭირა მხარი ს შეჭრას ში და ეს აგრესია „განმათავისუფლებელ“ აქტად შეაფასა“.
მანამდე World Press Photo-მ განაცხადა, რომ გააუმჯობესებს კონკურსის წესებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სუთიძე: საქართველოს საპატრიარქოში ვისაც თავი აქვს და არა კისრის გაგრძელება, უნდა ესმოდეს, რომ როგორიც უნდა იყოს ახლა სახელისუფლებო პროპაგანდის წნეხი, ნებისმიერი სანქცია, რომელსაც გამოიყენებთ არქიმანდრიტი დოროთესა თუ სხვების მიმართ, იქნება დამანგრეველი თქვენი რეპუტაციისთვის