World Central Kitchen-მა, რომლის 7 წევრი ისრაელის თავდასხმას ემსხვერპლა, რეგიონში მუშაობა შეაჩერა

საქველმოქმედო ორგანიზაცია World Central Kitchen აცხადებს, რომ რეგიონში საქმიანობას დაუყოვნებლივ აჩერებს.
„ჩვენ მალე მივიღებთ გადაწყვეტილებებს ჩვენი საქმიანობის მომავალთან დაკავშირებით“, – ნათქვამია არაკომერციული ორგანიზაციის განცხადებაში.
ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ერინ გორის თქმით, შეძრწუნებულია მათი თანამშრომლების დაღუპვის გამო, რომლებიც „ს თავდაცვის ძალების მიზანმიმართულ თავდასხმას ემსხვერპლნენ“. მისი განმარტებით, თავდასხმის დროს World Central Kitchen-ის თანამშრომლები გადაადგილდებოდნენ ავტომობილით, რომელზედაც ორგანიზაციის ლოგო იყო გამოსახული.
„ეს არ არის მხოლოდ World Central Kitchen-ზე თავდასხმა, ეს არის თავდასხმა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებზე, რომლებიც ჩნდებიან ყველაზე მძიმე სიტუაციებში, როდესაც საკვები გამოიყენება ომის იარაღად. ეს უპატიებელია“, – აღნიშნა ერინ გორმა.
World Central Kitchen-ის ინფორმაციით, თავდასხმას მათი გუნდის 7 წევრი ემსხვერპლა, რომლებიც ავსტრალიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოს, -ის, კანადისა და პალესტინის მოქალაქეები არიან.
ცნობისთვის, მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 5 დაღუპულის შესახებ.