Wondernet Group აქთაუს პორტში სასუქების ტერმინალს ააშენებს – რა ეტაპზეა პროექტი?

Wondernet Express Investment Group-ის გენერალური დირექტორი, მამუკა მურჯიკნელი ამბობს, რომ ყაზახ პარტნიორებთან ერთად, აქთაუს პორტში მინერალური სასუქების ტერმინალის მშენებლობის საკითხზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
მისი თქმით, ჯერჯერობით პარამეტრები ზუსტდება და წლიური ბრუნვა, სავარაუდოდ, 1 მლნ ტონის იქნება.