SOLO-მ, პარტნიორ ფინურ კომპანია ვოლტთან ერთად, მომხმარებლებს სპეციალური შეთავაზება მოუმზადა.
აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, SOLO მომხმარებლები Wolt+-ის 1 წლიანი უფასო გამოწერის სერვისით ისარგებლებენ.
შეთავაზების გასააქტიურებლად მომხმარებლები საქართველოს ბანკის მობილბანკის შეთავაზებების სივრცეს უნდა ეწვიონ. აღნიშნული შეთავაზების აღწერაში მათ ბმული დახვდებათ, რომელზე გადასვლის შემდეგაც უფასო გამოწერის სერვისი გაუაქტიურდებათ.
აღსანიშნავია, რომ თუ მომხმარებელი უკვე სარგებლობს Wolt+ -ის გამოწერით, ამ შემთხვევაში დასრულების თარიღიდან 12 თვე აითვლება.
ინფორმაციისთვის, Wolt+-ის გამოწერა გულისხმობს მხოლოდ მიტანის სერვისით უფასოდ სარგებლობას. მომხმარებელი სხვა დამატებითი სერვისის (მაგ: სერვისის საფასურის) გადასახადისგან არ თავისუფლდება. Wolt+ დეტალურ პირობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე