Wolt Drive საქართველოში ერთ წელზე მეტია რაც ფუნქციონირებს და მას მიტანის სერვისისისთვის, უკვე 100-მდე კომპანია იყენებს და ეს რიცხვი სულ უფრო და უფრო მზარდია.
Wolt Drive ვოლტის B2B სერვისია, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ ონლაინ სავაჭრო ობიექტსა თუ პლატფორმას, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ბიზნესს, რომელსაც მიწოდების საჭიროება აქვს, შეუძლია მომხმარებელს შეკვეთის მიტანა 30 წუთში შესთავაზოს. სერვისის გამოყენება შესაძლებელია როგორც პლატფორმის სრული ინტეგრაციით, ასევე ინტეგრაციის გარეშე – Wolt Drive-ის ვებ პორტალის საშუალებით.
მნიშვნელოვანია, რომ Wolt Drive-ის ვებ პორტალის მეშვეობით სწრაფი მიტანის სერვისი თავის მომხმარებელს შეუძლიათ შესთავაზონ მცირე მეწარმეებმაც კი, რომელთაც არ აქვთ თავისი ონლაინ პლატფორმა და გაყიდვებს ინსტაგრამის ან ფეისბუკის მაღაზიების საშუალებით ახორციელებენ.
საქართველოში Wolt Drive-ს იყენებენ დიდი და მცირე სავაჭრო ობიექტები, მათ შორის აფთიაქები, რესტორნები, ტექნიკის, ტანსაცმლის, ალკოჰოლის, ყვავილების და სხვა მაღაზიები, ასევე, ონლაინ მაღაზიები და აპლიკაციები. Wolt Drive-ის მომხმარებელთა შორის არიან MyGPC, ავერსი, PSP, ალკორიუმი, 8000 მოსავალი, Phubber, Dressup Group, Zoomer და მრავალი სხვა.
როგორ მუშაობს Wolt Drive-ის პროდუქტი?
Wolt Drive ვოლტის B2B სერვისია, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ ონლაინ სავაჭრო ობიექტს შეუძლია მომხმარებელს შეკვეთის მიტანა 30 წუთში შესთავაზოს. სერვისის გამოყენება შესაძლებელია როგორც API-ს ან ელ-კომერციის პლატფორმის სრული ინტეგრაციით, ასევე მყისიერად, ყოველგვარი ინტეგრაციის გარეშე – Wolt Drive-ის ვებ პორტალის საშუალებით.
პროცესი ძალიან მარტივია: სავაჭრო ობიექტი ტვირთავს შეკვეთის დეტალებს Wolt Drive-ის ვებ პორტალზე, რომლის ასაღებადაც მოდის ვოლტის პარტნიორი კურიერი და ამანათი მომხმარებლის კარამდე მიაქვს, და მთელ ამ პროცესს მხოლოდ 30 წუთი სჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ როგორც მომხმარებელს, ისე სავაჭრო ობიექტს დამატებით შესაძლებლობა აქვს:




