WizzAir 2025 წლიდან გრძელ მანძილზე ფრენებს იწყებს

ევროპის ბიუჯეტური ავიაკომპანია WizzAir 2025 წლის მარტიდან გრძელ მანძილზე ფრენას იწყებს – ამის შესახებ კომპანიამ თავად განაცხადა.
მათი ინფორმაციით, უნგრული კომპანია მომავალი წლის მარტიდან ფრენებს ლონდონიდან ს მიმართულებით განახორციელებს, ივნისიდან კი მილანი – აბუ-დაბის რეისსაც შეასრულებს.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ კომპანიის პირობები გრძელ მარშრუტებზეც იგივე შენარჩუნდება, რაც WizzAir-ს მოკლე მანძილზე ფრენისას აქვს დაწესებული, შესაბამისად, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ჯოზეფ ვარადი იმედოვნებს, რომ ეკონომ-კლასი მგზავრებისთვის მრავალსაათიანი მოგზაურობის დროსაც მისაღები იქნებ.
ვარადი აღნიშნავს, რომ მიუხედავად არაკომფორტული დასაჯდომებისა, მგზავრები “ულტრა დაბალი ფასებით” კვლავ კმაყოფილები დარჩებიან. Euronews-ის ინფორმაციით, ლონდონის გატვიკის აეროპორტიდან ჯედამდე მგზავრობის ღირებულება €160-დან დაიწყება, უკანა გზის ბილეთი კი კიდევ უფრო დაბალი იქნება. აღნიშნული ფასი საუდის არაბეთამდე სტანდარტული ფრენის ბილეთის ნახევარია.
WizzAir-ის დირექტორმა ასევე დაადასტურა, რომ, მიუხედავად გრძელმარშრუტიანი ფრენებისა, კომპანია ატლანტის ოკეანის გადალახვას და -ში ფრენების დაწყებას არ გეგმავს.