Wizz Air-მა მნიშვნელოვანი ეტაპი გადალახა: ავიაკომპანიამ წარმატებით მიიღო IATA-ს უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის (SeMS) პროგრამის მეორე დონის სერტიფიკატი – რაც ყველაზე მაღალი დონეა საწყისი სერტიფიცირების ეტაპზე. ეს მიღწევა ხაზს უსვამს კომპანიის ერთგულებას გლობალური უსაფრთხოების სტანდარტების მიმართ.
ამ მიღწევით Wizz Air გახდა პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია და მხოლოდ მეორე ავიაკომპანია ევროპაში, რომელმაც შეძლო აღნიშნული დონის მოპოვება.
სერტიფიკატი მოიცავს Wizz Air Hungary-სა და Wizz Air Malta-ს, რაც ასახავს კომპანიის პროაქტიურ მიდგომას საავიაციო უსაფრთხოების სფეროში და სრულ შესაბამისობას საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებთან. ამ წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა Wizz Air Group-ის უსაფრთხოებისა და მდგრადობის გუნდის ლიდერობისა და კოორდინაციის გარეშე.
SeMS პროგრამა, რომელიც შემუშავებულია საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) მიერ, ხელს უწყობს რისკებზე დაფუძნებულ და შედეგზე ორიენტირებულ უსაფრთხოების კულტურას მთელ საავიაციო სექტორში.
„SeMS სერტიფიკატის მოპოვება არის მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას გამართული ოპერაციული სისტემისა და პროაქტიური უსაფრთხოების კულტურისადმი. ჩვენი გუნდები გააგრძელებენ ამ ძლიერი საფუძვლის განვითარებას, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ უსაფრთხოების მენეჯმენტი Wizz-ის მთელ ქსელში,” — აღნიშნა დიარმიდ ო'კონეილმა, Wizz Air-ის ოპერაციების დირექტორმა.
Wizz Air Group-ის ბრიტანეთის ოპერაციების სერტიფიცირება დაგეგმილია მომავალი წლისთვის, რაც წარმოადგენს პროგრამის შემდეგ ეტაპს — ავიაკომპანია აგრძელებს უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დანერგვას მთელს ქსელში.
„SeMS-ის მიზანია გლობალური საავიაციო უსაფრთხოების გარდაქმნა — ფორმალური შესაბამისობიდან პროაქტიურ მიდგომაზე გადასვლა, რომელიც რისკებს წინასწარ ამოიცნობს და შეამცირებს, ამავდროულად უზრუნველყოფს უწყვეტ განვითარებას. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელი მხოლოდ საჰაერო ტრანსპორტის სექტორის სრული ჩართულობითაა. Wizz Air ამ პროცესის ლიდერია — არა მხოლოდ იმიტომ, რომ პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელმაც ეს სერტიფიკატი მოიპოვა, არამედ იმიტომაც, რომ ის მუდმივად ინარჩუნებს საავიაციო უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს,” — განაცხადა ფრედერიკ ლეჟერმა, IATA-ს პროდუქციისა და სერვისების უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა.
Wizz Air-ის შესახებ
Wizz Air-ი ოპერირებს 249 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა საუკეთესო არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია სულ ცოტა ხნის წინ დასახელდა მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების ხუთეულში airlineratings.com-ის, მსოფლიოში ერთადერთი უსაფრთხოებისა და პროდუქტების სარეიტინგო სააგენტოს მიერ. 2019 და 2023 წლებში Wizz Air-იდასახელდა „წლის ავიაკომპანიად” ATA-ს მიერ. World Finance Sustainability Awards-ის ფარგლებში Wizz Air-ი აღიარეს, როგორც ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია 2021-2025 წლებში, ხოლო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence-მა ავიაკომპანია დაასახელა, როგორც 2024 წლის „გარემოსდაცვითი მდგრადობის ავიახაზების ჯგუფი ევროპის, შუააზიისა და აფრიკის რეგიონებში”. 2025 წელს, საავიაციო ანალიტიკური კომპანიის Cirium-ის მონაცემებით, Wizz Air-მა გაიმარჯვა ავიაკომპანიების ემისიების შეფასებაში — რაც მისი ემისიების ინტენსივობის შემცირებისკენ გატარებული ქმედებების დამსახურებაა.




