Wizz Air -მა 2023 წელი რეკორდული მაჩვენებლებით დაასრულა

Wizz Air -მა 2023 წელი რეკორდული მაჩვენებლებით დაასრულა.
გასულ წელს, ვიზეარი -თ 60 მილიონზე მეტმა მგზავრმა ისარგებლა, რაც 2022 წელთან შედარებით, ავიაკომპანიისთვის 32%-იანი ზრდისა და ყველაზე მაღალი მგზავრთნაკადის მოძრაობის მაჩვენებელია.
2023 წელს Wizz Air -მა 100-მდე ახალი მარშრუტი აამოქმედა, ფლოტში დაამატა 32 სრულიად ახალი A321 neo თვითმფრინავი და დაფარა 263 000 000 კილომეტრის ცაში.
ავიაკომპანიამ 2023 წელს დაგეგმილი ფრენების 99,31% განახორციელა. დროულად შესრულებული ფრენების წილით, Wizz Air ევროპული ავიაკომპანიების სამეულშია.
2023 წელი Wizz Air -ისთვის რეკორდული აღმოჩნდა:
· საშუალო ნახშირბადის ემისიამ მგზავრზე 51,5 გრამი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 6,8%-ით ნაკლებია. ეს ავიაკომპანიისთვის ყველაზე დაბალ წლიურ მაჩვენებელს წარმოადგენს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კონკურენტებს შორის მის უპირობო ლიდერობას CO2 ინტენსივობის შემცირების მიმართულებით.
· 2023 წელს Wizz Air -ი 1,5 მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურა საქართველოში, ეს მაჩვენებელი კი 2022 წელთან შედარებით 110%-ით ზრდაა.
· ავიაკომპანია, ქუთაისის აეროპორტში განთავსებული 4 ბაზირებული ხომალდით, მომხმარებლებს გადაადგილებას 16 ქვეყნის 28 მიმართულებით სთავაზობს.
· 2023 წელს Wizz Air kutaisi -მ საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით 7513 ფრენა შეასრულა, ხოლო 2022 წელს ეს მაჩვენებელი 4151 იყო.
წყარო: avia.ge