WIZZ AIR-ის მიზნები 2030 წლისთვის – ფრენების 10% მდგრადი საავიაციო საწვავის გამოყენებით განხორციელდება

Wizz Air-ის მიზანია 2030 წლისთვის თავისი ფრენების 10% მდგრადი საავიაციო საწვავით განახორციელოს. დასახული მიზნის მიღწევით, ავიაკომპანია შეამცირებს ნახშირბადის ემისიას ერთ მგზავრზე/კმ 25%-ით 2030 წლისთვის.
Wizz Air-მა ამ ინიციატივის შესახებ დილით გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა Firefly-თან ერთად, რომელიც ბრიტანეთში დაფუძნებული ინოვაციური ბიოსაწვავის კომპანიაა. Wizz Air-ი მხარს უჭერს Firefly-ის 2023 წლიდან, ამ პარტნიორობით 2028 წლიდან, მომდევნო 15 წლის განმავლობაში, ავიაკომპანია 525 000 ტონამდე SAF-ს გამოიყენებს ბრიტანეთში.
Wizz Air-ი ლიდერობს საავიაციო ინდუსტრიაში ყველაზე დაბალი ნახშირბადის ემისიით ერთ მგზავრზე/კმ-ზე მის კონკურენტებს შორის. 2023 წელს Wizz Air-მა მიაღწია CO2 ინტენსივობის რეკორდულად დაბალ საშუალო წლიურ მაჩვენებელს, რომელიც შეადგენდა 51,5 გრამს მგზავრზე/კმ-ზე, რამაც გამოიწვია CO2-ის 6.8%-იანი შემცირება წლიურად.