Wikileaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი პატიმრობიდან გათავისუფლდა – BBC

ვებგვერდ Wikileaks-ის დამფუძნებელმა, ჯულიან ასანჟმა დიდი ბრიტანეთის ციხე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მან წაყენებული ბრალი აღიარა და ამის სანაცვლოდ მას აღარ მოუწევს ამერიკის ციხეში სასჯელის მოხდა.
ასანჟმა დიდი ბრიტანეთიდან ავსტრალიაში უკვე გაემგზავრა.
Wikileaks-ის დამფუძნებელს ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის მოპოვებისა და გამჟღავნების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობა ედებოდა ბრალად.