WHO: ღაზაში დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ არის მცდარი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) სრული ნდობა გამოხატა დაღუპულთა რაოდენობის შესახებ, რომელსაც ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს. 14 მაისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაცია უახლოვდება დანაკარგების მასშტაბის დადასტურებას. მანამდე ისრაელმა ეჭვქვეშ დააყენა დაღუპულთა რიცხვების ცვლა.
გასულ კვირაში ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელსაც დაჯგუფება ჰამასი აკონტროლებს (-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული) განაახლა დაღუპულთა საერთო რაოდენობის მაჩვენებლები, რაც, მისი თქმით, 7 ოქტომბრიდან დღემდე დაახლოებით 35 ათასს შეადგენს. სამინისტროს თანახმად, ამ მომენტისთვის საბოლოოდ არის ამოცნობილი დაახლოებით 25 ათასი ადამიანი, რომელთა ნახევარზე მეტს ქალები და ბავშვები შეადგენენ. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ამ ცნობას ს მხრიდან მოჰყვა ბრალდებები, რომ მონაცემები არაზუსტია.
„მონაცემებში არ არის შეცდომა, საერთო მონაცემები (35 ათასზე მეტი) იგივე რჩება,“ თქვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა კრისტიან ლინდმაიერმა. „ის ფაქტი, რომ ახლა 25 ათასი ადამიანია დადგენილი, წინ გადადგმული ნაბიჯია,“ დასძინა მან.
ლინდმაიერის თქმით, პალესტინელთა უკანასკნელ მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება თქმა, რომ დაღუპულთა დაახლოებით 60%-ს ქალები და ბავშვები შეადგენენ. მაგრამ მრავალი გვამი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი და სავარაუდოდ ისინიც ამ კატეგორიაში მოხვდება, როცა მათი ამოცნობა მოხერხდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, „ნორმალურია“, როცა დაღუპულთა მაჩვენებლებში ცვლილებაა ხოლმე კონფლიქტების დროს. ამის მაგალითად მან ახსენა ისრაელში 7 ოქტომბრის მსხვერპლის რაოდენობა, როცა ისრაელმა თავდაპირველი მაჩვენებლების შემოწმების შემდეგ 1200-მდე დაიყვანა დაღუპულთა რაოდენობა.
ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის სამხედრო ფრთამ ისრაელზე მასშტაბური იერიში მიიტანა. მისი შეიარაღებული ჯგუფები ისრაელის სამხრეთში შეიჭრნენ და 1200-ზე მეტი ადამიანი მოკლეს და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის 7 ოქტომბრიდან დღემდე დაიღუპა 35 ათასამდე პალესტინელი. მათ უმრავლესობას ქალები და ბავშვები შეადგენენ. საომარი მოქმედებებისა და ისრაელის ბლოკადის გამო ღაზის სექტორში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

სალომე სამადაშვილი – ასე მოუმზადებლად ამ საკითხის დადება მაგიდაზე არ იყო მიზანშეწონილი, არ მესმის, რატომ დაიძრა – ვფიქრობ, პრეზიდენტს ჰქონდა უფრო პოზიტიური მოლოდინი, ვიდრე შესაძლებელი იყო ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე