WHO: ავღანეთში ასობით ბავშვი კვდება სასუნთქი გზების დაავადებების შედეგად

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ახალი ანგარიშის თანახმად, ავღანეთში სასუნთქი გზების დაავადებებს ემსხვერპლა ხუთ წელზე ნაკლები ასაკის 2000-მდე ბავშვი და ეს პრობლემა შესაძლოა კიდევ უფრო გამწვავდეს ფინანსების დეფიციტის გამო ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში.
11 დეკემბრით დათარიღებული ანგარიშის თანახმად, წლის დასაწყისიდან მიმდინარე თვემდე, სასუნთქი გზებით სავარაუდოდ დაავადებულთა რიცხვმა ავღანეთში გადააჭარბა 1,2 მილიონს – რაც სამჯერ დიდი მაჩვენებელია წინა სამი წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით.
საერთო ჯამში, ინფექციებს ემსხვერპლა 2,513 ადამიანი, და მსხვერპლის 80 პროცენტზე მეტი ხუთ წლამდე ბავშვები არიან.
WHO-ის თანახმად, დაავადებების მონაცემის მატება სავარაუდოდ გამოიწვია ცივმა ტემპერატურამ და ორგანიზაციის შესაძლებლობამ უფრო დაზუსტებით აღრიცხოს ავღანეთის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ახლო აღმოსავლეთში ირანული რაკეტების ერთობლივი ჩამოგდება არაფრით განსხვავდება რუსული რაკეტების ჩამოგდებისგან, ირანული „შაჰედების“ ჩამოგდებისგან, რომლებიც აერთიანებენ რუსეთის და ირანის რეჟიმებს