WhatsApp-ის ახალი ფუნქცია ჩატის გარეთ ინფორმაციის გატანას კრძალავს

WhatsApp-ის ჩატები კიდევ უფრო უსაფრთხო რომ გახდეს, ახალი ფუნქცია Advanced Chat Privacy შემოგვთავაზეს — როგორც თქვენ, ისე ადამიანებს, რომელთაც წერთ, ხელს შეუშლის ჩატების ჩამოტვირთვასა თუ არსებული ფაილების ავტომატურად შენახვაში. მეტიც, ფუნქციის გააქტიურების შემდეგ, შეტყობინებებში ვერც Meta AI-ის ახსენებთ და ვერც კითხვებს დაუსვამთ.
იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ჩატის მიღმა არავის შეეძლოს ინფორმაციის გატანა. თუმცა, მომხმარებლებს ინდივიდუალური სქრინშოტების გადაღება მაინც შეუძლიათ. მიუხედავად ამისა, პლატფორმა ფუნქციის გამკაცრებაზე საუბრობს, რის გამოც მალე ეს უკანასკნელიც აღარ შეგვაწუხებს…
მეტას მფლობელობაში არსებული კომპანია ფიქრობს, რომ ახალი ფუნქცია სასარგებლო იქნება იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ერთმანეთს კარგად არ იცნობენ, მაგრამ სენსიტიურ თემებზე უწევთ საუბარი. ამ შემთხვევაში ფუნქციის გასააქტიურებლად ჯერ ჩატის სახელს უნდა დააკლიკონ, შემდეგ კი Advanced Chat Privacy აირჩიონ.
ფუნქცია მომდევნო თვეებში ეტაპობრივად ჩაეშვება და ხელმისაწვდომი იქნება, როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფის ჩატებში.
წყარო: marketer.ge

ასევე დაგაინტერესებთ