Wendy’s® -ი ლეგენდარული ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ბრენდი, საქართველოში ქსელის განვითარებას განაგრძობს და დედაქალაქის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე, მორიგ ფლაგმან ობიექტს ხსნის.
ახალი რესტორანი გამოირჩევა უნიკალური დიზაინის კონცეფციით, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის თბილისის არქიტექტურულ მემკვიდრეობასა და თანამედროვე ურბანულ გარემოს.
Wendy’s®-ის ახალ რესტორანთან ერთად განთავსებულია Dunkin’-ისა და Subway-ის რესტორნებიც, რაც სტუმრებს ერთ სივრცეში სთავაზობს უგემრიელესი ამერიკული მენიუების ყველაზე დიდ არჩევანს.
როგორც „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, თავისუფლების მოედანზე გახსნილი ახალი რესტორანი მხოლოდ თავშეყრისა და კვების სივრცე არ არის – ეს არის Wendy’s®-ის ღირებულებების ზეიმი და თბილისის თანამედროვე ცხოვრების სტილის ნათელი ანარეკლი.
„დღეს Wendy’s® საქართველო ქსელისა და გაყიდვების ზრდის ტემპით ლიდერია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. Wendy’s®, Dunkin’-ისა და Subway-ის ლეგენდარული ბრენდების ქვეშ გაერთიანებული 130-მდე რესტორნით, „ვისოლ ჯგუფი“ ქვეყნის სარესტორნო ინდუსტრიის უმსხვილესი მოთამაშეა. თავისუფლების მოედანზე გახსნილი ახალი რესტორანი მხოლოდ თავშეყრისა და კვების სივრცე კი არ არის – ეს არის Wendy’s®-ის ღირებულებების ზეიმი და თბილისის თანამედროვე ცხოვრების სტილის ნათელი ანარეკლი“, -განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
გახსნის საზეიმო ღონისძიებას Wendy’s®-ის საერთაშორისო დელეგაციის წევრები: APMEA და ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი კრის კონვეი და საერთაშორისო მარკეტინგის მენეჯერი სოფო ჩოგოვაძე დაესწრნენ.
როგორც APMEA რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი კრის კონვეი აღნიშნავს, „ვენდის ჯორჯია” მათი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია.
„ვენდის ჯორჯია” ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია მსოფლიოში. ყველაფერი,რასაც საქართველოში ვაკეთებთ ადგილობრივ რეალობასა და მოთხოვნებზეა ფოკუსირებული დავფიქრობ, სწორედ ეს არის წარმატების მიზეზი. ვფიქრობ, ჩვენ გადავაჭარბეთ მოლოდინებს. ჩვენ საქართველოში 21 რესტორანი გვაქვს. ეს კარგი მაჩვენებელია. საქართველო ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს შორის ლიდერია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოში კიდევ უფრო მეტი პოტენციალია. ჩვენ ერთნაირი ხედვა გვაქვს და გვსურს კიდევ უფრო მეტი გამოწვევის დაძლევადა ახალი შესაძლებლობების სრულად გამოყენება. გვინდა, რომ მომხმარებლებმა, რომლებიც აქ გვსტუმრობენ გამორჩეულად სასიამოვნო გამოცდილება მიიღონ“,- აღნიშნა კრის კონვეიმ.
Wendy’s®-ის განახლებული საფასო პოლიტიკა ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის გაუყინავი ხორცისგან, ცოცხალი ბოსტნეულისგან და მცენარეული ხორცისგან დამზადებულ „ყველაზე მაგარ ბურგერებს“. განახლებული მობილური აპლიკაცია კი, რომელიც Wendy’s®-თან ერთად, Dunkin’-ისა და Subway-ის მომხმარებლებს სასიამოვნო გამოცდილებას, ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და წინასწარი შეკვეთის მარტივ სისტემას სთავაზობს, ლოიალურ მომხმარებელთა რიცხვს დღითიდღე ზრდის.
ახალი რესტორნის გახსნის ცერემონიალზე Wendy’s®-ის საქართველოს რესტორნების 2025 წლის საუკეთესო მენეჯერებიც გამოავლინეს. ცენტრალური ავტომაგისტრალის არგვეთასა და თერჯოლას მონაკვეთზე, დასვენებისა და მომსახურების კომპლექსებში განთავსებულიWendy’s®-ის რესტორნების მენეჯერები – თამარ თორაძე და ბესიკ კალანდაძე მომხმარებლი ს კმაყოფილების მაღალი დონის, სწრაფი მომსახურების, გუნდის მართვის გამორჩეული უნარების, საკვების ხარისხისა და უსაფრთხოების, ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვისადა მომხმარებლის გამორჩეული ლოიალობისთვის დააჯილდოვეს. გამარჯვებული მენეჯერები დუბაიში დაგეგმილ Wendy’s®-ის საერთაშორისო კონვენციას დაესწრებიან.
როგორც “ვენდისის”, “დანქინისა” და “საბვეის” აღმასრულებელი დირექტორი გივი გვეტაძე აცხადებს, აქამდე ისტორიაში არ ყოფილა, ერთი ქვეყნიდან ერთ წელს ორ რესტორნის მენეჯერს მიეღო მიეღო აღნიშნული ჯილდო.”
დღეს გავხსენით 21-ე რესტორანი უნიკალურ ადგილას – თავისუფლების მოედანზე. ეს არის გამორჩეული ადგილი. აღსანიშნავია, რომ რესტორნის დიზაინი, ინტერიერი გამორჩეულია, ის იმეორებს ძველი თბილისის დიზაინის მოტივებს. აქამდე არასდროს გვქონია მსგავსი დიზაინის რესტორანი. ახალი რესტორნის გახსნის ცერემონიალზე Wendy’s®-ის საქართველოს რესტორნების2025 წლის საუკეთესო მენეჯერებიც გამოავლინეს. აქამდე ისტორიაში არ ყოფილა, ერთი ქვეყნიდან ერთ წელს ორ რესტორნის მენეჯერს მიეღო მიეღო ეს ჯილდო. ეს ეფუძნება რესტორნის ზრდის პარამეტრებს, მომხმარებლის კმაყოფილებას, პროდუქტის ხარისხს“,-აღნიშნავს გივი გვეტაძე.
„ვისოლ ჯგუფმა“ Wendy’s®-ის ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება საქართველოში2013 წელს დაიწყო. 2025 წლის ბოლომდე Wendy’s® საქართველოს მასშტაბით კიდევ რამდენიმე ახალ რესტორანს გახსნის. საქართველო 2023 წლის საუკეთესო ბაზრად აღიარეს ვაშინგტონში გამართულ Wendy’s®-ის საერთაშორისო კონვენციაზე, რომელსაც კომპანიის აშშ-სა და 30 სხვა ქვეყნის ფრანჩიზების 2000-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. შესაბამისად, რესტორნების ქსელის დინამიკური განვითარებით, გაყიდვების რეკორდული ზრდით, სტუმრების ნაკადის მნიშვნელოვანი მატებით, სწრაფი მომსახურებითა და სურსათის უსაფრთხოების უახლესი სტანდარტებით საქართველოს Wendy’s® გამორჩეული ფრანჩიზაა ლეგენდარული ამერიკული ბრენდის მთელს სისტემაში.
