Washinton Post: -მა შესაძლოა უარი თქვას უკრაინის ჯარისთვის ლიმიტის დაწესებაზე და კიევს Tomahawk-ები გადასცეს

აშშ-ის ადმინისტრაცია აღიარებს, რომ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაში, რომელიც უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებას ითვალისწინებს, „უსაფრთხოების გარანტიები ჯერჯერობით არასაკმარისად მყარია“, წერს Washington Post-ი ამერიკის ხელისუფლების ანონიმ წარმომადგენლებზე დაყრდნობით.
გეგმაში შესაძლოა ცვლილებები იქნეს შეტანილი. კერძოდ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეიძლება გაზარდოს ან საერთოდ გააუქმოს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გეგმით დაწესებული ლიმიტი – 600 ათასი ჯარისკაცი. გარდა ამისა, ომის შემდგომ პერიოდში შეკავების მექანიზმის გასაძლიერებლად ამერიკელი ჩინოვნიკები განიხილავენ უკრაინისთვის ფრთოსანი რაკეტების, Tomahawk-ების მიწოდებას, თუკი სამშვიდობო შეთანხმება მიღწეულ იქნება.
Washinton Post-ი ასევე სხვა ახალ დეტალებსაც ასახელებს. კერძოდ, ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას უთხრა, რომ -სა და მის მოკავშირეებს გამიზნული აქვთ, მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით დაეხმარონ უკრაინას ცეცხლის შეწყვეტის ხაზის გასწვრივ „უსაფრთხოების კედლის“ აგებაში. გამოცემის წყაროს არ დაუზუსტებია, რა იგულისხმება „უსაფრთხოების კედელში“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)