Washington Post: უკრაინაში რუსეთის წინსვლა ნელდება

გამოცემა Washington Post ევროპელ და ამერიკელ მაღალი რანგის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ 2025 წლისთვის რუსეთს ში ცოცხალი ძალისა და შეიარაღების მხრივ სერიოზული პრობლემები შეიძლება შეექმნას.

-ს თავდაცვის დეპარტამენტის სადაზვერვო სააგენტოს (DIA) მიერ კონგრესში წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, თუ ომის დასრულების მოლაპარაკებები არ შედგება ან დასავლური დახმარება არ გაიზრდება, ომი 2025 წელს ს სასარგებლოდ გაგრძელდება, თუმცა ამავდროულად რუსული წინსვლა ნელდება და მძიმე დანაკარგების ფასად მიმდინარეობს.

ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული რუსეთმა სულ მცირე 10 000 სახმელეთო საბრძოლო მანქანა, მათ შორის 3 000-ზე მეტი ტანკი, თითქმის 250 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, ასევე 10-ზე მეტი საზღვაო ხომალდი დაკარგა. ბოლო წლის განმავლობაში რუსეთმა დღეში 1 500 დაღუპული ან დაჭრილი ჯარისკაცის ფონზე დამატებით ტერიტორიის მხოლოდ 0.6% დაიკავა.

“რუსეთი კვლავ ახერხებს მცირე ტერიტორიის დაპყრობას, თუმცა ამისთვის გადასახდელი ფასი არამდგრადად მაღალია”. – თქვა ბრიტანეთის ერთობლივი ძალების სარდლობის ყოფილმა ხელმძღვანელმა, რიჩარდ ბარონსმა.

Royal United Services Institute-ის უფროსი მკვლევრის, ჯეკ უოტლინგის თქმით, რუსებს შეუძლიათ ომის გაგრძელება, თუმცა მათი ძალა თანდათან კარგავს მექანიზაციას.

“ძნელად სავარაუდოა, რომ რუსულ არმიას გააჩნდეს საკმარისი აღჭურვილობა, ხალხი და ლოჯისტიკა ისეთი მასშტაბური შეტევისთვის, რომელიც უკრაინის ფრონტს გაარღვევს”. – აცხადებს რიჩარდ რობინსონი.