რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის ინფორმაციას აწვდის, – ამის შესახებ ინფორმაციას Washington Post-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ობიექტების, მათ შორის, გემებისა და თვითმფრინავების ადგილმდებარეობის შესახებ დაზვერვის მონაცემებს კონფლიქტის დაწყების შემდეგ უზიარებს.
წყაროების განცხადებით, რუსეთის მიერ ირანისთვის გადაცემული დაზვერვის მონაცემების მასშტაბი ჯერჯერობით უცნობია.
ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, რუსეთის დახმარება „საკმაოდ ყოვლისმომცველია“.




