Washington Post – შიშობს, რომ , პოლიტიკური კარიერის გადასარჩენად, ლიბანში ომს დაიწყებს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში ოფიციალური პირები შიშობენ, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, პოლიტიკური კარიერის გადასარჩენად, შესაძლოა, ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყოს , – ამის შესახებ ინფორმაციას Washington Post-ი ავრცელებს.
გამოცემა იხსენებს ბაიდენის ადმინისტრაციის ათზე მეტი ოფიციალური პირის და დიპლომატების განცხადებებს, სადაც ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა გაგზავნა მაღალი რანგის წარმომადგენლები ისრაელში, რათა თავიდან აიცილოს სრულმასშტაბიანი ომი ისრაელსა და ირანის მიერ მხარდაჭერილ „ჰეზბოლას“ შორის.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ამ საკითხზე ისრაელსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობის ნაწილი განპირობებულია იმით, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა 7 ოქტომბრის შემდეგ, სავარაუდოდ, 34-ჯერ დაარტყა -ის მიერ მხარდაჭერილი ლიბანის შეიარაღებული ძალების პოსტებს. გამოცემასთან საუბარში ისრაელის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ქვეყანა ლიბანის არმიის პოზიციებს განზრახ არ უმიზნებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია