Washington Examiner: ივანიშვილის სამწუხაროდ, ნაკლებსავარაუდოა, ტრამპი მის ფიქციას წამოეგოს

ამერიკული გამოცემა Washington Examiner ქართული ოცნების ნარატივის შესახებ, რომ -ს არჩეული პრეზიდენტის, ს ინაუგურაციის შემდეგ საქართველო აშშ-სთან “დალაგდება”, სტატიას აქვეყნებს. სტატიის ავტორი ტომ როგანი კრიტიკულადაა განწყობილი ოცნების აღნიშნული მოლოდინების შესახებ და წერს, რომ “ივანიშვილის სამწუხაროდ, ტრამპი ნაკლებსავარაუდოა, რომ მის ფიქციას წამოეგება”.

სტატიაში მიმოხილულია ის მიზეზებიც, თუ რატომ შეიძლება ტრამპმა, პირიქით, ნაცვლად ოცნებისადმი მეგობრული დამოკიდებულებისა, ოცნების საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგას.

სტატიის ავტორი ამერიკისადმი ივანიშვილის არჩეული პრეზიდენტის, ს დამოკიდებულებასაც განიხილავს. როგანის თქმით, ფაქტს, რომ ქართული ოცნება არც ამერიკის და არც ტრამპის მეგობარია, პარტიის სხვა ქმედებებთან ერთად, ყაველაშვილის მკვეთრად ანტი-ამერიკული რიტორიკაც ადასტურებს.

“იმ ძალადობის საპასუხოდ, რასაც საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს, ბაიდენის ადმინისტრაციამ მათთან სტრატეგიული პარტნიორობა შეწყვიტა. მიუხედავად ამისა, ქართული ოცნება ამპარტავნულად დებს ფსონს, რომ ტრამპი უგულებელყოს მათ სისასტიკესა და კორუფციას. პარტიას სურს, რომ [ტრამპმა] უგულებელყოს მათ მიერ სახელმწიფო რესურსების მოპარვა, საქართველოს კონსტიტუციის ღალატი და უდანაშაულო მამაკაცებსა და ქალებზე თავდასხმა. ქართულ ოცნებას ასევე სურს, რომ ტრამპმა ვერ შეამჩნიოს მათი ხვეწნა-მუდარა სადმი, მათი პრემიერმინისტრის [ირაკლი კობახიძის] დასწრება ჰამასის წამყვანი ლიდერის დაკრძალვის ცერემონიაზე და მათი მხარდაჭერა ჩინეთის სტრატეგიული ინტერესებისადმი. ამ უკანასკნელმა ფაქტორმა მთავრობა პეკინთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაზე ხელის მოწერამდე და, როგორც ჩანს, ჩინეთის უსაფრთხოების, ტექნოლოგიური და პოლიტიკური ინტერესების არაკვალიფიციურ მხარდაჭერამდე მიიყვანა.

თუმცა, ქართული ოცნება იმედოვნებს, რომ ტრამპს მათ მიმართ იმავე მიდგომა ექნებათ, როგორიც უნგრეთის პრემიერმინისტრ ს მიმართ აქვს. სახელდობრ, თითქოს [ტრამპი] მიესალმება მათ რიტორიკულ ქებას, თუმცა უგულებელყოფს [საკუთარი] და ამერიკის საუკეთესო ინტერესების აშკარა ღალატს.

ივანიშვილის სამწუხაროდ, ტრამპი ნაკლებსავარაუდოა, რომ მის ფიქციას წამოეგება. პირველი ადმინისტრაციის პერიოდში, Nord Stream 2-ის გაზსადენის სანქცირებით, ტრამპმა აჩვენა მზაობა, მიზანში ამოეღო ის ეკონომიკური ინტერესები, რომლებიც ძირს უთხრიან აშშ-ს უსაფრთხოებასა და ინტერესებს. ივანიშვილი და ქართული ოცნება გადმოსცემს სწორედ იმას, რაც ტრამპის პოლიტიკურ იდენტობას განსაზღვრავს: კორუმპირებული ელიტა, რომელიც ჩვეულებრივი მამაკაცებისა და ქალების ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს ყოველგვარი დანაშაულის შეგრძნების გარეშე. იმის მაგივრად, რომ ტრამპის მოსვლაზე [მოლოდინებს ამყარებდნენ], ივანიშვილი უნდა ნერვიულობდეს შესაძლო სანქციებზე, მათ შორის, მეორად სანქციებზე, თავის ინტერესებზე. ქართული ოცნების მთავრობას იმავესი უნდა ეშინოდეს.

აქ საკვანძო საკითხი ის არის, რომ ქართული ოცნება არც ტრამპის და არც ამერიკის მეგობარია. ამის შესახებ ჩემს სიტყვას არ ენდოთ – დანიშნული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის სიტყვებს ენდეთ.

ყოფილ ფეხბურთელ ყაველაშვილს აშშ-სთვის გადაუბრალებია ის სისასტიკე, რომელსაც თავისი პარტნიორები [საქართველოს] მოქალაქეების წინააღმდეგ ახორციელებენ. ძლერი ანტი-ამერიკული [განწყობების მქონე] ყაველაშვილი ივნისში თავს დაესხა კონგრესის წევრებს, მათ შორის, მოწინავე რესპუბლიკელებს განცხადებით, რომ მათ “ჩვენი ქვეყნის განადგურების დაუოკებელი სურვილი აქვთ”. და სრულიად განსხვავებით იმ შემრიგებლური რიტორიკიდან, რომელიც ტრამპმა გამოიყენა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ [ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართ], ყაველაშვილმა საკუთარი პოლიტიკური ოპონენტები გააფრთხილა, რომ ისინი ბნელ შედეგებს მიიღებდნენ აშშ-ს კონგრესში საქართველოში ადამიანის უფლებათა კრიზისის შესახებ საუბრის გამო. როგორც მან მათ შესახებ თქვა, “ს შემდეგ ამ უპრეცედენტო ღალატისთვის ყველას სათანადო ადგილს მიგიჩენთ ქართველი ხალხი”.

[…]

ტრამპმა უნდა განსაჯოს ქართული ოცნება იმის მიხედვით, რაც ის სინამდვილეში არის – კორუმპირებული კრიმინალების ჯგუფი, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციისა და ხალხის დამორჩილება სურს იმისათვის, რომ მათ უკეთ გაამდიდრონ საკუთარი თავები და უკეთ ემსახურონ ამერიკის მოწინაღმდეგეებს მოსკოვში და პეკინში.

ჯგუფი, რომელიც ტრამპისგან სანქციებით დაცინვას გაცილებით უფრო იმსახურებს, ვიდრე ნებისმიერ შემოთავაზებას მეგობრობას. – წერია Washington Examiner-ის სტატიაში.

წყარო