Warner Bros. Discovery-მ (WBD) ექსკლუზიური მოლაპარაკებები დაიწყო Netflix Inc.-თან, რომელმაც კომპანიის რამდენიმე აქტივის შესყიდვის შეთავაზება გააკეთა, – ინფორმაციას Bloomberg ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Netflix-ი Warner Bros.-ის კინოსტუდიის, HBO-სა და სტრიმინგ სერვის HBO Max-ის შეძენითაა დაინტერესებული. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Netflix-მა WBD-ს მეორე შეთავაზება წარუდგინა და გარიგების დასაფინანსებლად ათობით მილიარდი დოლარის მოზიდვაზე მუშაობდა.
წყაროების ცნობით, კომპანიებმა შესაძლოა გარიგების შესახებ მალე გამოაცხადონ. მათი თქმით, Netflix-ი WBD-სთვის 5 მილიარდი დოლარის გადახდას სთავაზობს, თუ გარიგება მარეგულირებელი ორგანოების დამტკიცებას ვერ მიიღებს.




