WARNER BROS. მატრიცის მე-5 ნაწილზე მუშაობას იწყებს

კინოკომპანია Warner Bros. მატრიცის ახალ, მე-5 ნაწილზე იწყებს მუშაობას.
ახალი ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი Cabin in the Woods-ისა და Martian-ის ავტორი დრიუ გოდარდი იქნება. მატრიცის ერთ-ერთი შემქმნელი ლანა ვაჩოვსკი მხოლოდ პროდიუსერის მოვალეობას შეასრულებს.
ამ ეტაპზე უცნობია დაუბრუნდებიან თუ არა მთავარ როლებს კიანუ რივზი და კერი ენ მოსი.
კინოკომპანიის თქმით, მეხუთე ნაწილი კიდევ უფრო გააფართოებს მატრიცის სამყაროს და ამავდროულად “ორიგინალის ერთგული დარჩება”.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამეცნიერო ფანტასტიკური ფრენჩაიზის პირველი ნაწილი 1999 წელს გამოვიდა. 2021 წელს გამოშვებული მე-4 ნაწილი კინოგაქირავებაში ჩავარდა და საკუთარი ხარჯი ვერ დაფარა.