Walmart-მა პირველი კვარტალის შემოსავალი 2.5%-ით გაზარდა, რაც პროგნოზების შესაბამისია

ამერიკის უდიდესმა საცალო ვაჭრობის კომპანია Walmart Inc-მა პირველ ფისკალურ კვარტალში შემოსავალი 2.5%-ით გაზარდა და წმინდა მოგება 12%-ით შეამცირა, ასევე დაადასტურა მიმდინარე ფინანსური წლის პროგნოზები.
Walmart-ის ანგარიშის მიხედვით, 30 აპრილით დასრულებული კვარტალის წმინდა შემოსავალმა 4.49 მილიარდი დოლარი ანუ აქციაზე 56 ცენტი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 5.1 მილიარდ დოლარს ანუ აქციაზე 63 ცენტს შეადგენდა.
ერთჯერადი ხარჯების გამოკლებით, მოგებამ აქციაზე 61 ცენტი შეადგინა, რაც FactSet-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების კონსენსუსის პროგნოზს – 58 ცენტს აღემატება.
Walmart-ის კვარტალური შემოსავალი 2.5%-ით გაიზარდა და 165.6 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც ძირითადად ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზს შეესაბამება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ