Walmart–მა მის საკუთრებაში არსებული ჩინური JD.com–ის აქციების მთელი პაკეტი 3,6 მილიარდ დოლარად გაყიდა

Walmart Inc.–მა მის საკუთრებაში არსებული ჩინური ონლაინ საცალო ვაჭრობის კომპანიის JD.com-ის აქციების პაკეტი 3,6 მილიარდ დოლარად გაყიდა. მიმდინარე წლის მარტის ბოლოსთვის ამერიკული კომპანია JD.com-ის აქციების დაახლოებით 9.4%-ს ფლობდა.
დოკუმენტებში, ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიისთვის (SEC), რომლებიც სამშაბათს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ Walmart–ი აღარ ფლობს აქციებს ჩინურ კომპანიაში.
წყარო: interfax