Walmart-ი სოციალურ პლატფორმა X-ზე სარეკლამო კამპანიას წყვეტს

საცალო ვაჭრობის კორპორაცია Walmart-მა განაცხადა, რომ ის სოციალური მედიის პლატფორმაზე X-ზე რეკლამებს აღარ განათავსებს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
“ჩვენ აღარ განვათავსებთ რეკლამას X-ზე, ვინაიდან ვიპოვეთ სხვა პლატფორმები, რომლის მეშვეობითაც უკეთ მივაღწევთ ჩვენს მომხმარებლამდე”, – თქვა Walmart-ის წარმომადგენელმა.