Wall Street Journal – ვლადიმერ პუტინმა აშშ-ს განუცხადა, რომ ომს უკრაინის მიერ ტერიტორიული დათმობებისა და ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისო აღიარების სანაცვლოდ შეწყვეტს

ვლადიმერ პუტინმა -ს განუცხადა, რომ ომს უკრაინის მიერ ტერიტორიული დათმობებისა და ოკუპირებული ტერიტორიების საერთაშორისო აღიარების სანაცვლოდ შეწყვეტს, – ამის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ცნობით, ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს კრემლში შეხვედრისას განუცხადა, რომ ცეცხლის სრულად შეწყვეტას დათანხმდება, თუ დონეცკის ოლქიდან ჯარებს გაიყვანს.
„ევროპელმა და უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც მიმდინარე კვირაში პრეზიდენტ ტრამპსა და უიტკოფთან სატელეფონო საუბრებში მონაწილეობდნენ, ეჭვი გამოთქვეს, რომ პუტინი შეთავაზებას იყენებს, როგორც ხრიკს, რათა აშშ-ის მიერ ახალი სანქციებისა და ტარიფების დაწესება თავიდან აიცილოს“, – წერს გამოცემა.
ევროპელი ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის წინადადება ორი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე უკრაინა დონეცკიდან ჯარებს გაიყვანს და ფრონტის ხაზი გაიყინება, ხოლო მეორე ეტაპზე და საბოლოო სამშვიდობო გეგმაზე შეთანხმდებიან, რომელსაც მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტ, სთან განიხილავენ.
გამოცემა წერს, რომ პუტინის წინადადება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისა და ნატო-ში გაწევრიანების საკითხს არ მოიცავს. ამასთან, წინადადების ფარგლებში პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობა კანონს მიიღებს, რომელიც რუსეთს დაავალდებულებს, რომ მომავალში უკრაინასა და ევროპას თავს არ დაესხას.