წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც Meta-მ და ყველა მესამე მხარის აპლიკაციამ, რომელთანაც იგი თანამშრომლობს, იცის თქვენი ავეჯის ზომა და მდებარეობა, რა დევს თქვენს ოთახში და როგორაა განლაგებული. შესაბამისად, ამ გარემოში ნებისმიერი რამის გაანალიზება შეუძლია — ავეჯით გაიგებს მდიდარი ხართ თუ ღარიბი, ნახატებით კი თქვენს რელიგიაზეც შეიძლება, შეიტყოს. მართალია, კრიტიკოსებიც ამბობენ, რომ მეტავერსი უამრავ მონაცემებს მოიპოვებს ჩვენზე, მაგრამ ნაკლებ ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, თუ რამდენად მიგვაახლოებს „შერეული რეალობის მომავალი“ სათვალთვალო სისტემაში ცხოვრებასთან…
მარკ ცუკერბერგი Quest 3-ს გვაცნობს, როცა Apple Vision Pro-ზე საუბრობს, ეს მოწყობილობები კი გარე სენსორებს ეყრდნობა, რათა თავიანთი პოზიციები გაიაზრონ სხვა ფიზიკურ გარემოსთან მიმართებით. ხოლო სენსორული მონაცემები და მათგან მიღებული გარემოს ცნობიერება, რომელსაც ეს მოწყობილობები ფლობს, ჩვენთვის სივრცითი რუკისა და სივრცითი მონაცემების სახელით არის ცნობილი. მათი არსებობის რისკები კი ჯერ დიდ ყურადღებას არ იპყრობს, რადგან ძალიან ცოტას თუ ესმის ეს ტექნოლოგია. ხოლო მათთვის, ვისაც ესმის, ეს სულაც არ არის ის ტექნოლოგია, რომელიც ჩვენს სათვალთვალოდ შექმნეს… მიუხედავად ამისა, ტარებადი მოწყობილობებისთვის გარემოდან ინფორმაციების მოპოვების შესაძლებლობა უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ.
ვარაუდობენ, რომ კომპანიები, მთავრობები და ცუდი აქტორები იპოვიან გზებს, რათა ეს ინფორმაციები ადამიანების წინააღმდეგ გამოიყენონ… თანაც ამ მოწყობილობების რეალური დროის ინფორმაციები აქამდე წარმოუდგენელი ხარისხით მიეწოდება ადამიანებს. ამიტომ, აქ უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის პრობლემებიც შეიძლება წარმოიშვას…თუმცა Meta, Apple და Niantic აცხადებს, რომ სანდო, ინკლუზიური და კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული შერეული რეალობის შექმნა სურს, მაგრამ ზუსტად არ ვიცით, როგორ მიღწევს ამას.
პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ტექნიკური ინფრასტრუქტურის რისკებს ძალიან ცოტა ადამიანი თუ იაზრებს, ამიტომ რთულია საჯაროდ იმაზე საუბარი, თუ რას აკეთებენ ამ გამოწვევის დასაძლევად. თუმცა AR მოწყობილობების დეველოპერმა Magic Leap უკვე განაცხადა სივრცული მონაცემების გამოყენების შესახებ თავის კონფიდენციალურობის პოლიტიკაში, ხოლო მეტამ პრაიმერი გამოუშვა სივრცითი მონაცემების შესახებ. ორივე კომპანია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მომხმარებლის არჩევანია, გააზიარებენ თუ არა ამ მონაცემებს, ხოლო, როცა გაუზიარებენ, ეს სამუდამო იქნება, რადგან რუკების წაშლა შეუძლებელია.
და თუ გვსურს კონფიდენციალურობა ან კონტროლი შევინარჩუნოთ ისეთ სივრცეებზე, რომლებსაც სახლს ვეძახით, დაგვჭირდება გზები, რომლითაც შერეულ რეალობას კონკრეტულ სივრცეებში შევზღუდავთ. კომპანიებს წარსულშიც გაუჭირდათ იმის სწავლა, რომ მათ პატივი უნდა სცენ ადამიანების საზღვრებს, როცა საქმე ინტიმურ საკითხებსა და პირად საკუთრებას ეხება. აი, შერეული რეალობა კი ორივეს მოიცავს. თუმცა ტექნიკურ კომპანიებს გარკვეული ზომების მიღება შეუძლიათ. მაგალითისთვის, Google-ს ახლახან მოუწია კონფიდენციალურობის საკითხებზე გადახედვა, ვიდრე StreetView-ს გერმანიაში დანერგავდა. დათანხმდა Google Maps-იდან კონკრეტული სურათების წაშლას მას შემდეგ, რაც ადგილობრივებმა ტექნიკურ გიგანტს ავსტრალიის მთავრობასთან უჩივლეს.
მართალია, კომპანიებს თავად შეუძლიათ ასეთი ცვლილებების შემოთავაზება, მაგრამ ჩვენც მხოლოდ მათ არ უნდა მივენდოთ. შესაძლოა, შემოთავაზებული კონფიდენციალურობის საკითხებიც გვერდით მოისროლონ, რათა ადამიანებმა შერეული რეალობა მიიღონ. ამიტომ, თუ ახლა არ გვექნება კონტროლი სივრცით რუკებზე, მომავალში აღარც ჩვენი რეალობა იქნება ჩვენი საკუთრება.
წყარო: Wired