თბილისში უნივერსიტეტის ქუჩის 6 ნომერში, თიბისი ჯგუფის მხარდაჭერით, ,,ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმი გაიხსნა. პროექტში 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
1200 კვადრატულ მეტრზე განლაგებული ,,ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმი საექსპოზიციო და მომსახურებისათვის განკუთვნილ სივრცეებს აერთიანებს.
შოურუმში შვედური ბრენდის ავტომობილების სამოდელო რიგთან ერთად, აქსესუარების დიდი არჩევანია წარმოდგენილი. მომხმარებელი შეძლებს დაათვალიეროს ვოლვოს მოდელები, სურვილის შემთხვევაში საკუთარი გემოვნებით და მასალებით შეარჩიოს ავტომობილი და ისარგებლოს ტესტ დრაივით.
შოურუმის სახურავზე 325 ვატის სიმძლავრის მზის პანელებია დამონტაჟებული, რომლებიც წელიწადში 442 500 კილოვატ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
შოურუმის 1500 კვადრატულ მეტრზე გაშენებულ პარკინგსა და ეზოში ელექტოფიცირებული ავტომობილებისთვის დასამუხტი სადგურებია დამონტაჟებული.
საერთაშორისო სტანდარტით აშენდა სერვისცენტრის ნაწილიც, სადაც ავტომობილისთვის საჭირო ყველა ტექნიკური მომსახურება გაერთიანდა. მათ შორის, ელექტრობა, სავალი ნაწილებისა და ძრავის მიმართულება. მომხმარებელს პერსონალური მენეჯერი ეყოლება, რომელიც ზუსტად იცნობს კონკრეტული ავტომობილის ისტორიას.