შვედური ავტომწარმოებლის Volvo Cars-ის აქციები პარასკევს 14%-ით, რეკორდულ დაბალ ნიშნულამდე დაეცა, ეს მოხდა მას შემდეგ რაც მისმა უმსხვილესმა აქციონერმა, ჩინურმა Geely-მა თავისი აქციების მცირე ნაწილი ვაჭრობის დახურვის ფასთან შედარებით დიდი ფასდაკლებით გაყიდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ხუთშაბათს, Geely-მ წამოიწყო Volvo Cars-ის 100 მილიონი აქციის განთავსება, რომელიც, გარიგების მონაწილეების თქმით, ბაზრის დახურვის შემდეგ გაიყიდა დაახლოებით 37 შვედურ კრონად, ანუ ჯამში 350 მილიონ დოლარად.
3,4%-იანი წილის გაყიდვით Geely-ს Volvo Cars-ის 78,7%-იანი წილის მფლობელად რჩება, ნათქვამია ჩინური კომპანიის განცხადებაში.
„განთავსება გაზრდის თავისუფალ მიმოქცევაში არსებული აქციების რაოდენობას და კიდევ უფრო გააფართოებს Volvo Cars-ის აქციონერთა ბაზას. Geely Holding-ის მიერ მიღებული თანხები გამოყენებული იქნება ჯგუფში ბიზნესის განვითარების მხარდასაჭერად”, – აცხადებენ კომპანიაში.
აქციების გაყიდვიდან შესული თანხა Volvo Cars-ში არ წასულა. Volvo Cars-მა უარი თქვა აქციების გაყიდვასთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე.