Volvo Car რეორგანიზაციის ფარგლებში 3000 სამუშაო ადგილს შეამცირებს

შვედური ავტომწარმოებელი Volvo Car AB გასულ თვეში გამოცხადებული ოპერაციების რეორგანიზაციის ფარგლებში მსოფლიო მასშტაბით 3000 სამუშაო ადგილს შეამცირებს.
Volvo–ს პრესრელიზის თანახმად, სამსახურიდან გათავისუფლება, პირველ რიგში, შვედეთში ოფისის თანამშრომლებს შეეხება. საერთო ჯამში, კომპანიის გლობალური ოფისების შტატი ძალა დაახლოებით 15%-ით შემცირდება.