Volvo-მ მესამე კვარტალში შემოსავალი 12%-ით შეამცირა

შვედურმა კონცერნმა Volvo AB-მ, რომელიც მსოფლიოში მეორე ადგილზეა სატვირთო მანქანების წარმოებით, მესამე კვარტალში, წმინდა მოგება და შემოსავალი შეამცირა: ორივე მაჩვენებელი ბაზრის პროგნოზებზე უარესი იყო.
კომპანიის პრესრელიზის თანახმად, წმინდა მოგებამ ივლის-სექტემბერში შეადგინა 10,02 მილიარდი შვედური კრონი (950 მილიონი დოლარი), წინა წლის ანალოგიური პერიოდის 14,09 მილიარდი შვედური კრონისგან განსხვავებით.
Volvo-ს კვარტალური შემოსავალი 12%-ით შემცირდა 116,98 მილიარდ კრონამდე.
FactSet-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები საშუალოდ პროგნოზირებდნენ 11,33 მილიარდი კრონის მოგებას, ხოლო შემოსავალს 121,07 მილიარდ კრონას.
სატვირთო მანქანების მიწოდება ბოლო კვარტალში 16%-ით შემცირდა და 46266 ათასი შეადგინა, შეკვეთები შემცირდა 8,4%-ით და 43234 ათასამდე, ხოლო სამშენებლო ტექნიკის მიწოდება გაიზარდა 4,8%-ით და 10781 ათასამდე, შეკვეთები ამ სეგმენტში შემცირდა 12%-ით და 113000 შეადგინა. ავტობუსების წარმოების განყოფილებაში დაფიქსირდა შეკვეთების ზრდა 6%-ით, ხოლო მიწოდება 13%-ით.
პარასკევს სტოკჰოლმში ვაჭრობაში ვოლვოს აქციები 0,2%-ით დაეცა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან კომპანიის კაპიტალიზაცია 1,1%-ით გაიზარდა და 540 მილიარდ კრონამდე შეადგინა.