Volkswagen-მა 2023 წელს 394 ათასი ელექტრომობილი გაყიდა – Electrek

2023 წელს Volkswagen-მა ელექტრომობილების გაყიდვები 21%-ით, 394 000-მდე გაზარდა – თუმცა ელექტრომობილებს კომპანიის გაყიდვებში ჯერ მხოლოდ 8%-იანი წილი უჭირავს და ვარაუდობს, რომ ამ მხრივ გამოწვევები 2024 წელსაც გაგრძელდება.
Volkswagen-ისთვის მთავარი სარეალიზაციო ბაზრები ჩინეთი, გერმანია, , დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, საფრანგეთი, ნორვეგია და ბელგიაა. კომპანიამ გერმანიაში, 2022-თან შედარებით, 62.9%-ით მეტი ID.4 მოდელის 30 000 ერთეული გაყიდა, აშშ-ში ამავე მოდელის გაყიდვები 84.2%-ით, 38 000 ერთეულამდე გაზარდა.
ავტომწარმოებლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარი ჩინეთშია, სადაც კომპანიის გაყიდვების 40%-იანი წილი მოდის. 2023 წელს ID.3 მოდელის გაყიდვები ჩინეთში 200%-ით, 75 000-მდე გაიზარდა.
ამ მაჩვენებლების მიუხედავად, Volkswagen-ის მიერ 2023 წელს გაყიდულ 4.87 მილიონ ავტომობილში, ელექტრომობილების წილი 8%-ს არ აღემატება. ავტომწარმოებელმა ელექტრომობილების წარმოება მნიშვნელოვნად შეამცირა, რის მიზეზადაც მოთხოვნის არარსებობას ასახელებს.
კომპანია იმედოვნებს, რომ განახლებული და ახალი მოდელების წყალობით, 2024 წელს Volkswagen-ის გაყიდვებში ელექტრომობილების წილი მნიშვნელოვნად გაიზრდება.