Volkswagen მანქანების გადამუშავებისკენ შავი იუმორით მოგვიწოდებს

აბა, დაფიქრდით, რამდენი მოგონება გაკავშირებთ თქვენს ძველ მანქანასთან? და გადასამუშავებლად გაიმეტებდით? შესაძლოა, ეს იდეა მოგონებების განადგურებას უტოლდებოდეს თქვენთვის, მაგრამ ასე არ ხდება Volkswagen Group France-ისა და Derichebourg Environnement-ის კამპანიაში.
მსოფლიო ე. წ. მანქანების სასაფლაოებიდან რომ გაათავისუფლონ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გადაწყვიტეს მანქანების გადამუშავების საკითხზე და კამპანია Car Paradise-ს სახელით გაგვაცნეს. არ გეგონოთ, რომ სათქმელს სენტიმენტალურად გადმოგვცემენ, პირიქით, ამას შავ იუმორს ამჯობინებენ და მხიარული ჰანგების ფონზე ძველი Golf Z-ის დაშლის სასტიკ კადრებს გვაჩვენებენ:
„ჩვენი ერთგულება მბრუნავი ეკონომიკის მიმართ სიახლე არ გახლავთ, ეს ჩვენი სტრატეგიის ცენტრშია 1997 წლიდან. ახლა კი Derichebourg-თან თანამშრომლობა საშუალებას გვაძლევს, უფრო შორს წავიდეთ, მანქანის სიცოცხლის დასასრული ღირებულ რესურსად ვაქციოთ და მოვუწოდოთ ჩვენს მომხმარებლებს გადამუშავებისკენ“, — ამბობს აიმერიკ ჯობელოტი, ვოლკსვაგენიდან.

კამპანიაზე DDB France-მა იმუშავა.
marketer.ge