Volkswagen-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გერმანული ავტოინდუსტრიის კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად „ქამრების შემოჭერის“ აუცილებლობაზე ისაუბრა

ოლივერ ბლუმმა, რომელიც როგორც „ფოლკსვაგენ ჯგუფს“, ასევე „პორშეს“ ხელმძღვანელობს, გერმანული ავტოინდუსტრიის კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად „ქამრების შემოჭერის“ აუცილებლობაზე ისაუბრა.
„Süddeutsche Zeitung“-თან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ გლობალურ ბაზარზე მრავალწლიანმა დომინირებამ მომხმარებელთა პრეფერენციებში ცვლილებებისადმი ყურადღების დაკარგვა გამოიწვია.
“ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვისვენებდით. ჩვენი ბიზნეს მოდელი – ჩვენ ვქმნით და ვაწარმოებთ აქ მსოფლიოსთვის – მუშაობდა ათწლეულების განმავლობაში და ჩვენ ძალიან გვიან მივხვდით, რომ სამყარო ძალიან სწრაფად და დინამიურად იცვლება”, – თქვა ბლუმმა.
მისი თქმით, შესაბამისად, Volkswagen-ს გლობალურ ბაზარზე გადარჩენისთვის მასშტაბური შემცირებების განხორციელება მოუწევს.
ვრცლად liga.net–ზე