VisaGuide.World-ის ექსპერტებმა მსოფლიოს ყველაზე სტრესული აეროპორტების რეიტინგი შეადგინეს

VisaGuide.World-ის ექსპერტებმა მსოფლიოს ყველაზე სტრესული აეროპორტების რეიტინგი შეადგინეს. გამოკითხვაში, რომელიც 2023 წლის დეკემბრში ჩატარდა, 53 ეროვნების 1642 მგზავრმა მიიღო მონაწილეობა, რომლებმაც წლის განმავლობაში მინიმუმ 2 ჯერ საჰაერო ტრანსპორტით იმგზაგვრეს.
რესპონდენტებს ჰკითხეს საჰაერო მოგზაურობისას რომელი ასპექტები იწვევს მათ ყველაზე დიდ სტრესს. აღმოჩნდა, რომ ეს იყო მოგზაურთა ბრბო, დიდი აეროპორტები, სადაც ხშირად ძნელია ნავიგაცია, ფრენების შეფერხება და ჰაბების დაშორება ქალაქის ცენტრიდან.
შედეგად, გაირკვა, რომ ლონდონის გეტვიკი, სიდიდით მეორე აეროპორტი დიდ ბრიტანეთში, მსოფლიოში ყველაზე სტრესულია. მიუხედავად იმისა, რომ აეროპორტის მომსახურებით მოსარგებლე მგზავრების რაოდენობა სხვებთან შედარებით საშუალოზე დაბალია, გარდა ამისა, ჰაბს აქვს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მგზავრების სიმჭიდროვე. მისი წლიური ფრენების დაგვიანების პროცენტული მაჩვენებელი ათეულში მეორე ადგილზეა, ხოლო ქალაქის ცენტრიდან ყველაზე დიდი მანძილით, 43 კმ-ითაა დაშორებული.
სხვათა შორის, მსოფლიოს ათი ყველაზე სტრესული აეროპორტიდან ნახევარი ევროპაშია.
ანტირეიტინგში აეროპორტი „სტამბოლის“ მეორე ადგილზეა. ის არის ყველაზე დატვირთული აეროპორტი ევროპაში, სადაც 2022 წელს 64,289,107 მგზავრმა გაიარა რეგისტრაცია, რაც მას მეშვიდე ყველაზე დატვირთულ აეროპორტად აქცევს მსოფლიოში.
მოგზაურები ამბობენ, რომ აეროპორტში იკარგებიან მისი უზარმაზარი ზომის გამო – 76 მლნ კვ/მ.
მესამე ადგილზე გერმანიის მიუნხენის აეროპორტია. ის 2022 წელს 31 642 738 მგზავრს მოემსახურა. იმავდროულად, მიუნხენის აეროპორტი ხუთჯერ უფრო მცირეა ვიდრე სტამბოლის აეროპორტი.
ექსპერტებმა -ში მდებარე, დენვერის საერთაშორისო აეროპორტი მეოთხე ადგილზე დააყენეს, მეხუთე პოზიციას იკავებს კიდევ ერთი ბრიტანული აეროპორტი – ჰითროუ.
ჰითროუ არის ევროპის მეორე ყველაზე დატვირთული აეროპორტი 61,614,508 მგზავრით და უფრო მცირეა ვიდრე მიუნხენის აეროპორტი.
მეექვსე ადგილზეა ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტია, რომელსაც მოსდევს რომის ფიუმიჩინო, დალას ფორტ უორტი, ჯონ კენედი და ოჰარის საერთაშორისო აეროპორტები.
ავიანიუსი